კახეთში ყველა ბაზა განადგურებულია, თანამშრომლები - გათავისუფლებული. ვფიქრობ, ეს ყველაფერი განგებ კეთდება და ხალხი საკუთარი ქვეყნის მიმართ მტრულად არის განწყობილი.
მედიასაშუალება უნდა ჩამოყალიბდეს, რაზეა ორიენტირებული, ყვითელ ამბებზე, ახალი ამბების ტრადიციულ, კლასიკურ ფორმაზე, ანალიტიკაზე, გართობაზე თუ სხვა რამეზე.
როცა მაყვალას ტრიო დაიშალა, მას ჩემთან ერთად სიმღერა შევთავაზე. თან დუეტში სიმღერის გამოცდილება მქონდა, ტრიო არ მინდოდა, რადგან ჩემი ხმა დაიკარგებოდა. მართლაც, გავაკეთეთ დუეტი და ისეთი კარგი გამოვიდა, რომ ერთ კვირაში მე და მაყვალა გასტროლებზე გაგვიშვეს.
დარწმუნებული ვარ, სანამ შსს, პროკურატურა და სასამართლო სხვა თაობისა და აზროვნების ხალხით არ დაკომპლექტდება, ნებისმიერ სისტემურ ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ პოპულიზმად და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრად დარჩება.
არ ვიცი, რას ნიშნავს გრძნობის განელება ან ადამიანთან მიჩვევა. როცა 22 წელი ადამიანის გვერდით კომფორტში ხარ, ე.ი. ის კარგია, თორემ ცუდთან ხომ ვერ გაძლებდი
ფოტოგამოფენის მოწყობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და თუ ამ "ტექნიკური საკითხის" მოგვარება შევძელი, გპირდებით საინტერესო და მრავალფეროვან ფოტოგამოფენას