ვოგის გადამღებ ჯგუფს მსახიობმა ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. მან პანდემიის პერიოდში ცხოვრების სირთულეებზე, გამოწვევებზე, საკუთარ თავზე, როგორც დედაზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:
მრავალფეროვანი ოჯახი
"ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ 6 ბავშვთან
პანდემია
"გასულ წელს ზაჰარამ ოპერაცია გაიკეთა და ბედნიერები ვიყავით იმით, რომ ის კარგად იყო. როცა საავადმყოფოდან შინ დავბრუნდით, "ლოქდაუნი" დაიწყო. პაქსი უფროსკლასელი გახდა, მაგრამ პანდემიის გამო ჯერჯერობით ვერ შეიგრძნობს იმას, თუ რას ნიშნავს იყო უფროსკლასელი, ზაჰარამ აიღო მართვის მოწმობა, მაგრამ ტესტირების დროს სრულ ეკიპირებაში, პირბადეში იყო. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვედგინა, თუმცა ცხოვრება გრძელდება, დაბადების დღეები მოდის და ვფიქრობ, რომ ყველაფერმა უფრო ადამიანურები გაგვხადა, არის რაღაც ლამაზი ამ ყველაფერში."
სახლი ბრედთან ახლოს
"მსურდა მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მისი სახლი მხოლოდ ხუთი წუთის სავალზეა. მომწონს, რომ ჩვენს სახლში არ არის გასართობი ოთახი, მაგრამ არის ძალიან ბევრი ბილიკი, ადგილი სასეირნოდ და ფიქრისთვის.
მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა და დედა ვყოფილიყავი, თუმცა დედობა არ წარმომედგინა ტრადიციული გაგებით. ვგრძნობ, რომ არ მაქვს უნარი ტრადიციული დედის მსგავსად სახლში ვიყო. ბავშვები მეხმარებიან, სულაც არ ვარ ამაში კარგი."
ბედნიერი ცხოვრების სცენაზე დაბრუნება
"არ ვიცი ვარ თუ არა ახლა ბედნიერების ეტაპზე. ბოლო რამდენიმე წელი ძალიან რთული იყო. კონცენტრირებული ვიყავი ჩემი ოჯახის განკურნებაზე. თითქოს ყინული დნება და სისხლი უბრუნდება ჩემს სხეულს. მომწონს სიბერე. თავს 40 წლის ასაკში უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. არ ვიცი, შესაძლოა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დედას დიდხანს არ უცოცხლია - ჩემთვის ასაკში არის რაღაც, რაც მაგრძნობინებს, რომ ასაკის მატება არა სამწუხარო ამბავი, არამედ გამარჯვებაა. ასე რომ, მომწონს. მოუთმენლად ველოდები 50-ს."
შვილები
"ერთხელ ბატუტზე ვიყავით და შვილებმა მითხრეს, "დედა, ეს არ გააკეთო, თავს დაიზიანებ". და ვიფიქრე, ღმერთო, ეს სასაცილო არ არის?! იყო დრო, როცა აქტიური ვარსკვლავი ვიყავი და ახლა, ბავშვები მეუბნებიან, რომ ბატუტიდან ჩამოვიდე იმიტომ, რომ რამე არ დავუშავო თავს. მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობდნენ სიყვარულს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩემი შვილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ გვაქვს სხვადასხვა კულტურისა და რასის ადამიანებისგან შემდგარი ოჯახი. ჩვენ ყველანი ვსწავლობთ ერთმანეთისგან.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც იშვილეს და მშობლებზე, რომლებმაც ბავშვები იშვილეს. ბავშვებმა თქვენ უნდა აგირჩიონ. ოჯახი არ არის მხოლოდ მშობლების, ის შვილების ოჯახიცაა - ეს ჩვენი ოჯახია.
მე და დედა საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ყოველთვის მსურდა ბევრი შვილი მყოლოდა. ბედნიერი ვიყავი როცა ბავშვები პატარები იყვნენ და ახლა კი მიყვარს ღამით მათთან ერთად ჯდომა და საუბარი. მე მიყვარს მათთან ერთად ყოფნა. ისინი ფიქრობენ, რომ ცოტა სასაცილო ვარ. ყველა მათგანი სხვადასხვაგვარად აღმიქვამს. ყველამ გააცნობიერა, რომ ჩემში განსაკუთრებული არაფერია, მე უბრალოდ მათზე უფროსი ვარ და მე დედა ვარ."
მოსაწყენი და შეშლილი
"ყოველთვის ვფიქრობდი რა იქნებოდა ჩემი პასუხი თუ მკითხავდნენ, რა არის შენში ისეთი, რაც ხალხმა არ იცის და რაც ყველას გააკვირვებს - პასუხი არასდროს მომიმზადებია. ვფიქრობ მე ცოტა უფრო მოსაწყენი ვარ, ვიდრე ხალხი ფიქრობს და ცოტა უფრო შეშლილი, ვიდრე სხვებს ჰგონიათ."