მონიკას Dolce & Gabbana-ს შავი ელეგანტური და კლასიკური კაბა აცვია. ფოტოზე კი მონიკასთან ერთად ახალგაზრდა მოდელი, ემანუელ დე ლორენცოა აღბეჭდილი. ფოტოსესია ფლორენციაში მოეწყო.
მონიკას ფოტოს "ინსტაგრამზე" ტრადიციულად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფანებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ ის იდეალურად გამოიყურება;
ნამდვილი დედოფალი ხარ.
გასაოცარი, როგორ შეგიძლია, ყოველთვის ასეთი იყო?! - წერენ გულშამატკივრები.
"როგორც ჩანს, მას ჟიგოლო სჭირდება" - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
მონიკა ბელუჩი იმ ქალებს შორისაა, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო აქტიურდებიან შემოქმედებითი თვალსაზრისით. პანდემიის პირველი ეტაპის შემდეგ, ის უკვე ვიხილეთ არაერთი მოდური გამოცემის ყდაზე, ასევე სხვადასხვა ჩვენებებზე.
როგორც ცნობილია, მონიკა არ მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას, ამბობს, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში მომიბვლელია და ცხოვრების ყველა პერიოდს თავისი ხიბლი აქვს.