11 ნოემბერი, 2020
ვარსკვლავები, რომლებმაც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა მოიგეს
ვნახოთ ვარსკვლავები, რომლებიც წლების განმავლობაში ზედმეტ კილოგრამებს ებრძოდნენ და შესაბამისი ძალისხმევის შედეგად, საბოლოოდ, "ომი მოიგეს":

საიმონ კოული
Rating


ამერიკული "ნიჭიერის" ჟიურის სუპერპოპულარული წევრი წლების განმავლობაში ებრძოდა კილოგრამებს. მან უარი თქვა ცხიმიან საკვებზე, გამოიმუშავა ძილის სწორი რეჟიმი და ასევე აქტიურადაა დაკავებული ფიტნესით. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 27 კგ დაიკლო.

ქეთი ბეითსი

Rating

საიმონის მსგავსად მანაც 27 კგ დაიკლო. მსახიობს წონაში დაკლების ერთი მთავარი საიდუმლო აქვს - არასდროს მიირთმევს ულუფას მთლიანად და ცოტას აუცილებლად თეფშზე ტოვებს.

სემ სმიტი

Rating

მომღერალი სრულად შეიცვალა. ამბობს, რომ წონაში დაიკლო, რადგანაც ჯანსაღად იკვებება. ის თავად ამზადებს საჭმელს და არასდროს ჭამს ე.წ. ფასთ ფუდებს. ჰყავს პირადი მწვრთნელი და რეგულარულად ვარჯიშობს. შედეგად, 19 კგ დაიკლო.

კელი კლარქსონი

Rating

მუსიკოსი ყოველთვის ღიად საუბორობს წონის პრობლემაზე და კვებასთან დაკავშირებულ ჩვევებზე. ზედმეტი კილოგრამების გამო მას ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა შეექმნა. ვარჯიშისა და სწორი კვების წყალობით, კელიმ 16 კგ დაიკლო.

შონდა რაიმსი

Rating

"გრეის ანატომიისა" და "სკანდალის" შექმნელმა დაახლოებით 68 კგ დაიკლო. ამბობს, რომ წონაში დაკლების პროცესი მარტივი არ ყოფილა და რომ ბევრი ბრძოლა მოუწია საკუთარ თავთან, თუმცა საბოლოოდ შედეგს მიაღწია და ახლა ბედნიერია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იოსები
ლევან ბერძენიშვილის ფოტოც დადეთ
22:43 / 21-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS