07 მარტი, 2021
თურქი ბრედ პიტის უცნობი ცხოვრება - დედის რჩევით არჩეული პროფესია და საყვარელი ქალი

კივანჩ ტატლიტუგს ფართო საზოგადოება ისე იცნობს, როგორც თურქ ბრედ პიტს. 37 წლის მსახიობს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და წლებია, წარმატებით თამაშობს თურქულ სერიალებში.

1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა თურქეთის ქალაქ ადანაში, მრავალშვილიან ოჯახში. მისი მშობლები კოსოველი ალბანელების შთამომავლები არიან. ოჯახს საკუთარი საცხობი ჰქონდა და ამ პატარა ბიზნესით ინახავდნენ 5 შვილს.

სკოლაში კივანჩი საკმაოდ მაღალი იყო და ძალიან უყვარდა კალათბურთი. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ კოლეჯის გუნდში მოხვდა, მერე კი ცნობილმა კლუბმა "ფენერბახჩემ" გა

დაიბირა. თუმცა მოულოდნელად მუხლის ტრავმა მიიღო და პროფესიონალურ სპორტს ჩამოშორდა.

ისღა დარჩენოდა, სხვა სფეროებში ეცადა ბედი. სტამბოლის უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა, მერე კი დედის რჩევით, სამოდელო სფეროში სცადა ბედი. სამოდელო სააგენტოში რამდენიმე კურსის გავლის შემდეგ პოდიუმზეც გამოჩნდა, 2001 წელს გაიმარჯვა კონკურსზე "თურქეთის საუკეთესო მოდელი", სულ ცოტა ხანში კი - "მსოფლიოს საუკეთესო მოდელის" ტიტულიც მოიპოვა.

იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Eka
არც ახლა აკლია წარმატება, მაგრამ ჰოლივუდში რომ ყოფილიყო, ბრედ პიტი ვერც შეედრებოდა..
19:26 / 24-03-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS