სერიალი „ელიფი“ თურქული ტელენოველების გულშემტკივარ ქართველ მაყურებელს კარგად ემახსოვრებათ. ისტორია პატარა გოგონას, სახელად ელიფის შესახებ წლების განმავლობაში გადიოდა ქართულ ტელეეთერში.
მის მთავარ გმირს მაშინ არაერთ მიმსაც უძღვნიდნენ. სერიალის მთავარი ხაზი აგებული იყო ელიფის დაკარგვაზე და შემდეგ პოვნაზე, გოგონა გამუდმებით იკარგებოდა და დანარჩენი გმირები მის ძიებაში იყვნენ.
ელიფის როლს ქერათმიანი გოგონა, იზაბელა დამლა გუვენლირი ასრულებდა. სერიალმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა და რეჟისორების დაინტერესებაც გამოიწვია.
2019 წელს დამწყები მსახიობი კიდევ ერთ სერიალში, სახელად Bahari Beklerken გადაიღეს.
იზაბელა ნიუ იორკში
იზაბელას სერიალებში მონაწილეობამ უამრავი გულშემატკივარი შესძინა. ის ახლა 12 წლისაა და „ინსტაგრამზე“ უკვე 500 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
პატარა მსახიობის ფანები აღნიშნავენ, რომ ტავის ასაკთან შედარებით უფრო დიდს ჰგავს. გოგონა ახლა ძირითად დროს თვითგანვითარებას უთმობს, სწავლობს უცხო ენებს, ფორტეპიანოზე დაკვრას. ამბობს, რომ წიგნების კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა. ამ ეტაპზე უარს ამბობს კინოინდუსტრიაში დაბრუნებაზე, თუმცა დაკავებულია ფოტომოდელის საქმიანობით.
სამომავლოდ კი აპირებს, რომ კვლავ სერიალებს დაუბრუნდეს და წარმატებული მსახიობის კარიერა ჰქონდეს.