28 დეკემბერი, 2020
ვინ არის „ერთხელ ჩუქუროვას“ მთავარი გმირი ილმაზი რეალურ ცხოვრებაში და რატომ დატოვა მან სერიალი - „ჩუქუროვას“ სკანდალი
„ერთხელ ჩუქუროვაში“ 2020 წლის თურქეთის ყველაზე რეიტინგულ სერიალად დასახელდა. მას საქართველოშიც უამრავი მაყურებელი ჰყავს და კარგად იცნობენ სერიალის გმირებს.

ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, ილმაზს, მსახიობი უღურ გუნეში ასრულებს, რომლისთვისაც აღნიშნულ სერიალში შესრულებული როლი, კარიერაში მთავარი წარმატებაა.
33 წლის უღურს შესრულებული აქვს როლები სერიალებში Urfalıyam Ezelden და Diriliş: Ertuğrul. ამ უკანასკნელისთვის მან 2018 წელს თურქეთის საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო. მიუხედავად ამისა ხალხის აღიარება და სიყვარული მას „ერთხელ ჩუქუროვამ“ მოუტანა.

Rating

უღურმა
ბავშვობა ანკარაში გაატარა. ჰყავს
ერთი და და ერთი ძმა. კარიერის საწყის ეტაპზე  თეატრის მსახიობი იყო, კინოში კი მოგვიანებით მოსინჯა ძალები. დაამთავრა ანკარის უცხო ენების უნივერსიტეტი, ხოლო შემდეგ სამსახიობო სკოლა. 

არ არის დაქორწინებული და როგორც ცნობილია, მისი გული თავისუფალია, ყოველ შემთხვევაში, თავად ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას საყვარელი ქალი არ ჰყავს, თუმცა თურქულ პრესაში წერენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მომღერალ რეიჰან ჯანსუსთან.

Rating

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უღურ გუნეშმა სერიალი „ერთხელ ჩუქუროვაში“ დატოვა, მას კონტრაქტი ამოეწურა და აღარ ისურვა სერიალში მონაწილეობის გაგრძელება, რაც ნამდვილ სკანდალად იქცა. სერიალის მაყურებლებმა ის გააკრიტიკეს და სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, თუმცა თავად მსახიობი მიიჩნევს, რომ ილმაზის როლში საკუთარი თავი ამოწურა და ახლა ახალი გამოწვევების დროს.

Rating

ცნობილია, რომ უღურ გუნეში ახალ სატელევიზიო პროექტში აპირებს მონაწილეობის მიღებას, თუმცა ჯერჯერობით, პროექტის შესახებ დეტალები არ ხმაურდება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თბილისელი
ვაი თქვენს პატრონს გაუნათლებელ ხეპრე უვიცს ამ ვითომ ჟურნალისტის თამადობით ამ მარაზმ უჯულო სუნიან თურქებზე რო წერთ... ვის რაში აინგერრსებს ამ ყიზილბაშური სერიალების ხალხი სადაც ბᲘზაშვილ მამიდაშვილები ერთმანეთზე ქორწინდებიან და თავშლიანი დედაბრები... აფსუს ასრე მექსიკური სერუალები იყო ეხა იაფად ყუდულობენ ამ განავალ თურქულ ურჯულო სერიალებს
14:05 / 08-01-2021
გამოხმაურება / 2 /
მაია
"თბილისელო"...წავიკითხე თქვენი კომენტარი და გაოცებული დავრჩი. ზიზღისგან ცუდად არ გახდეთ. გირჩევთ ან დამამშვიდებელი მიიღოთ, ან ფსიქოლოგთან მიხვიდეთ. სიძულვილი კლავს.
16:05 / 07-02-2021
პატრიოტი
თბილისელო, მაგ ყიზილბაშებზე ნაკლები უინტელექტო არ ხარ, რომ გატყობ... :)
10:17 / 14-02-2021
TOPS