20 იანვარი, 2021
თურქული დრამის დედოფალმა შესაძლოა, ჯანმრთელობის გამო ძველებურად ვეღარ იმუშაოს - რა დაემართა ნესლიჰან ათაგულს
ნესლიჰან ათაგული თურქული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. 28 წლის მსახიობი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ადამიანების უდიდესი სიყვარულით სარგებლობს. უნიკალური საშემსრულებლო მანერის, ნიჭის და ასევე ფანებთან თავისი დამოკიდებულები გამო, ის მილიონობით ადამიანმა შეიყვარა.

თუმცა ახლა მსახიობს რთული პერიოდი უდგას. ახალგაზრდა ვარსკვლავს საკმაოდ რთული დაავადება დაუდგინდა, რომლის გამოც, მას ამ ეტაპზე სამსახიობო კარიერის გაგრძელება აღარ შეუძლია.

Rating

ნესლიჰანის მიმდინარე პროექტი იყო სერიალი "ელჩის ქალიშვილი". ქართულ ტელესივრცეში ის ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა მიუხედავად ამისა, სერიალს საქართველოში არაერთი
ადამიანი ადევნებს თვალს და გულშემატკივრობს. ათაგული სერიალში ელჩის ქალიშვილის, ნარეს როლს ასრულებდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასაღები მოედნის დატოვება მოუწია.

ნესლიჰანს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი დაუდგინდა და როგორც თურქული მედია წერს, საკმაოდ რთული ფორმით, ვინაიდან მას ოპერაცია ესაჭიროება და ამასთანავე, ექიმები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ოპერაციის შემდეგ ის ისევ შეძლებს ძველებური დატვირთვით მუშაობას.

Rating

ცნობილი გახდა, რომ დაავადება ნესლიჰანს ბოლო 2 თვის განმავლობაში აწუხებდა და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდა. გადასაღები მოედნიდან არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც მსახიობი სათბურათი იყო აღბეჭდილი. როგორც აღმოჩნდა, ეს იმიტომ, რომ სიცივის დროს მას განსაკუთრებული ტკივილები აწუხებდა.

"ვემშვიდობები ნარეს, ქალს, რომელსაც თამაშისას ყველა უჯრედით ვგრძნობდი. ჩემი სხეული არ მაძლევს საშუალებას, რომ გადაღებები გავაგრძელო. იმედი მაქვს, მალე სხვა ისტორიებით შევხვდებით", - დაწერა ნესლიჰანმა "ინსტაგრამზე."

Rating

დაავადების გამო მან წონაშიც მნიშვნელოვნად დაიკლო.

რაც შეეხება სერიალს, "ელჩის ქალიშვილი", ის 2020 წლის ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული თურქული სერიალია, რომელიც უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა.  მისი გადაღებები კვლავ გრძელდება, თუმცა "ნარეს" გარეშე. გადამღებ ჯგუფს ამჯერად თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავი თუბა ბუიქუსთუნი შეუერთდა, რომელსაც ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს.


Rating

ის თამაშობდა სერიალებში: "ასი", "შავი ფული და სიყვარული", ასევე "მამაცი და ლამაზი."
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
Dato
თურქული კულტურა ყვავის თურქულმა კულტურა ძე კულტურაა მსოფლიოში
20:48 / 05-03-2021
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ვაიმე რატომ ღმერთო გამოჯამრთელებას ვუსურვებ ჩემს საყვარელ მსახიობს ყველაზე მეტას ეს გოგო მიყვარს კიდევ ბევრ გამორჯამრთელ.ებას ვუსურვებ კარგად ყოფილიყოს
02:40 / 03-02-2021
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
სამწუხაროდ ნესლიჰან ატაგულმა სოციალურ მედიასთან კონტაქტი გაწყვიტა და გულშემატკივრებს გაურკვეველი ვადით დაემშვიდობა, დატოვა 2 სერიალი, გააჩერა კონტრაქტები, ის არის ძალიან მოკლებული წონაში,ძალიან დათრგუნული, მედიის ცნობით ნესლიჰან ატაგული 12 წელია დედობაზე ოცნებობდა სამწუხაროდ ამ დაავადებამ მისი ოცნება ვეღარ განახორციელოს. Kelebek magazin.ეს ამ გაზეთიდან ამოღებული ნაწყვეტია .
22:30 / 27-01-2021
გამოხმაურება / 1 /
....
ნესლიჰან ათაგულს ყავს შვილი ვაჟი
14:38 / 07-02-2021
ნინო
როგორ ვნახო მისი ინსტა?ნესლიჰანის ინსტა?დამილინკეთ
17:34 / 23-01-2021
გამოხმაურება / 1 /
Shorena
Neslihan atagül doğlu ეს მისი ინსტიგრამის ოფიციალური გვერდია აქვს ლურჯი "პტიჩკა"
19:52 / 26-01-2021
ნინო
ძალიან მიყვარს ეს მსახიობი.გამოჯამრთელობას ვუსურვებ
16:05 / 23-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS