მედიკოსთა განცხადებით, ძველად ჩატარებული კვლევები არ იყო სანდო და საიმედო, რადგანაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინების გარეშე ტარდებოდა და ამიტომაც, ზუსტ სურათს ყავის სარგებლიანობასთან დაკავშირებით ვერ იძლეოდა.
თანამედროვე კვლევები კი აჩვენებს, რომ ყავა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და შესაძლოა, ყავასა და სიკვდილიანობის შემცირებას შორის მნიშვნელოვანი კავშირი იყოს.
ყავა
· პარკინსონის დაავადებების წინააღმდეგ და მათი გაჩენის რისკს ამცირებს.
· ის ასევე კარგია დიაბეტის წინააღმდეგ
· ხელს უშლის ღვიძლის დაავადებების, მათ შორის, ღვიძლის კიბოს განვითარებას.
· ამცირებს გულის შეტევისა და ინსულტის რისკს.
გახსოვდეთ, რომ ყავისგან სარგებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ მას სწორ დროს მიირთმევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკუეფექტი ექნება და სარგებელს ვერ ნახავთ.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვათ ყავა უზმოზე. დალიეთ აუცილებლად ჭამიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ. სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ ჭარბი რაოდენობით ყავაც შესაძლოა, საზიანო იყოს. რეკომენდებულია მაქსიმუმ სამი პატარა ფინჯანი.