დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ყავისა და კოფეინის სარგებლობის შესახებ სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და იმ დაავადებების ჩამონათვალზე წერს, რომელთა რისკისაგანაც ადამიანებს ყავა იცავს.
„ყავა და კოფეინი - ხშირი და აქტუალური საკითხი კოფეინის მიღებასთან დაკავშირებით. უნდა მივიღოთ თუ არა? რამდენი უნდა მივიღოთ? უსაფრთხოა თუ არა?
NIH-ის RDA-ის მიხედვით ადამიანისთვის დღიურად 400მგ.-მდე კოფეინის მიღება უსაფრთხოა.
პრაქტიკულ ასპექტში, მაგალითად (დოზები მოყვანილია ცხრილში)
1. ყავა (მოდუღებული) - 8 უნცია ანუ 235მლ. - საშუალოდ შეიცავს 133მგ. კოფეინს (მერყეობს 102-დან 200-მდე);
2. ჩაი
აქედან გამომდინარე დღეში 3-4 ჭიქა ყავა (დაახლოებით 200მლ. ჭიქა) ითვლება უსაფრთხო დოზად.
ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 3 დღეა საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს კოფეინზე დამოკიდებული.
ყავას შეუძლია შეამციროს შემდეგი დაავადებების განვითარების რისკი:
1. ნაღვლის ბუშტის ქვები;
2. ინსულტი;
3. ღვიძლის დაავადებები;
4. გულის დაავადებები;
5. ტიპი 2 დიაბეტი;
6. პარკინსონის დაავადება
7. კოლორექტალური სიმსივნე
8. ალცჰეიმერის დაავადება
9. ენდომეტრიოზული სიმსივნე“, - წერს ზაზა თელია.