ლიცენზირებულ შოუს, ქართულ სატელევიზიო ბაზარზე წლების განმავლობაში ლიდერი კომპანია "ნოვა პროდაქშენი" "პირველ არხთან" ერთად ამზადებს.
17 აპრილს შოუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ბრმა კასტინგისა და რიგნის შემდეგ მწვრთნელები უკვე
როგორია მათი მოლოდინი, რა სირთულეები ახლავს მონაწილეების მომზადების პროცესს, ამის შესახებ AMBEBI.GE მეგაშოუს ოთხივე მენტორს ესაუბრა.
სტეფანე მღებრიშვილი:
- მეოთხედ ვარ "ვოისის" მწვრთნელი, ასევე, არაერთი პროექტის ჟიურიში ვყოფილვარ: "ნიჭიერი", "საქართველოს ვარსკვლავი"... ამ შემთხვევაში განსხვავება იმაშია, რომ ფორმატია სრულიად განსხვავებული. ზიხარ ზურგით, ვერ ხედავ რა ხდება შენ უკან. ასევე, დრამატულია რინგები, რაც მწვრთნელისთვის საკმაოდ მძიმეა. ცდილობ, მონაწილეებს არ დაუახლოვდე, მაგრამ ახალგაზრდები არიან, გამოუცდელები, თვალებში უყურებ და გიყვარდებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტში საქართველოში საუკეთესო ლაივ-ბენდი ზის. ეს ბიჭები გენიოსები არიან.
- როგორც ვიცით, ბოლომდე ჩართული ხართ მონაწილეების მომზადებაში.
- დიახ, ვალდებული ხარ, რომ ბავშვებს სათანადო ყურადღება მიაქციო, ეს პროექტის ნაწილია. როდესაც რეპერტუარს ვარჩევ მონაწილეებისთვის, პირველ რიგში, მათგან გამოვდივარ, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა თავად ითხოვენ კონრეკტულ სიმღერას. თუ ეს ჩემთვის მიუღებელია ან უკვე გადაღეჭილია, უარს ვეუბნები.
- ჟიურის სხვა წევრებზე რას გვეტყვით...
- მე და ნიკა მემანიშვილი ბავშვობის მეგობრები ვართ. წლების განმავლობაში ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს. ნიაზს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს როგორც ადამიანი და მუსიკოსი. სალიოსთანაც ვმეგობრობ, ძალიან საყვარელია, მაგარი ვინმეა, მომწონს მისი მუსიკა. შეხმატკბილებულები ვართ ერთმანეთთან, არ გვაქვს კონკურენციის მომენტი. მუსიკალურადაც განსხვავებულები ვართ.
ძალიან გამიხარდა, რომ პანდემიის დროს მომეცა მუშაობის საშუალება და ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ პროექტს აკეთებდა "ნოვა პროდაქშენი", რომელთანაც წლების ურთიერთობა მაქვს პროექტებზე: "იქს ფაქტორი", "საქართველოს ვარსკვლავი", "ნიჭიერი..."
სალიო:
- მუსიკალური კონკურსის ჟიურიში მეორედ ვარ. პირველად "რუსთავი 2"-ზე მუსიკალური გადაცემა "დიდი სცენაში" ვიყავი და კარგი გამოცდილება დავაგროვე. ძალიან გამიხარდა "ვოისში" რომ დამიძახეს. დიდი პროექტია, თან ძალიან ნიჭიერი და მაგარი ბავშვები მოვიდნენ.
იხილეთ სრულად