23 ნოემბერი, 2020
"თავზარდამცემი ამბავი - კოვიდმა შეიწირა ცნობილი მუსიკოსი, ჰობოისტი გოგი ბერიძე და მისი მეუღლე..."
ცნო­ბი­ლი ჰო­ბო­ის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი გოგი ბე­რი­ძე და მისი მე­უღ­ლე კო­ვიდ-19-ით გარ­და­იც­ვალ­ნენ. ამის შე­სა­ხებ მათი ახ­ლო­ბე­ლი და ცნობილი კომპოზიტორი თინა ნაც­ვლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი - კო­ვიდ­მა შე­ი­წი­რა ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი, ჰო­ბო­ის­ტი გოგი ბე­რი­ძე და მისი მე­უღ­ლე... მალე გული გას­კდე­ბა ამ­დე­ნი ცუ­დის მოს­მე­ნით..."

გოგი ბე­რი­ძე ოზურ­გეთ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია 1963 წელს (ჰო­ბოი).

პირ­ვე­ლა­დი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო თბი­ლი­სის "ნი­ჭი­ერ­თა ათწლედ­ში", რო­მე­ლიც და­ამ­თავ­რა 1958 წელს, ამა­ვე წლი­დან იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი
ორ­კესტრის ჰო­ბო­ის­ტი, კონ­ცერ­ტმა­ის­ტე­რი; 1975 წლი­დან ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პე­და­გო­გი, 1992 წლი­დან პრო­ფე­სო­რი, 1990-2014წწ. ჩა­სა­ბერ საკ­რავ­თა კა­თედ­რის გამ­გე, 2006 წლი­დან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი; თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ და კა­მე­რულ ორ­კესტრებ­თან; ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრის, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრის მუ­შა­ო­ბი­სას ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­თა ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბის, აგ­რეთ­ვე სხვა რე­პერ­ტუ­ა­რის შეს­რუ­ლე­ბა­ში; გას­ტრო­ლე­ბით მოგ­ზა­უ­რობ­და: სსრკ, ავ­სტრია, გერ­მა­ნია, ინ­გლი­სი, იტა­ლია, პო­ლო­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, უნ­გრე­თი, შვე­ი­ცა­რია, ჩე­ხე­თი, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატრთან, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრსა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო კა­მე­რულ ორ­კესტრთან ერ­თად.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS