ხათუნა ჟორდანია უკვე თვეებია მძიმე სენს ებრძვის. მან მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, ახლა თავს უკეთ გრძნობს. აქტიურობს სოციალურ ქსელებში. ის და მისი ოჯახის წევრები კი ხშირად უზიარებენ გულშემატკივრებს სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ამჯერად ხათუნა ჟორდანია თავისი უმცროსი ქალიშვილის, ანასტასია ხაჩიძის ესსეს აქვეყნებს, რომელიც გოგონამ მას დედის დღეს წაუკითხა - "რადგანაც ჩემს შვილებს არ აქვთ "ფეისბუქი", უნდა დავდო ანასტასიას ესსე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ დაწერა და დედის დღეს წამიკითხა. ალბათ მომკლავს, რომ გავასაჯაროვე, მაგრამ
ანასტასია თავი ესსეში დედის შესახებ ყვება და იმ დღეს იხსენებს, როდესაც დედა ავად პირველად გახდა, გვიყვება საკუთარ განცდებზე, ემოციებზე და იმ განსაცდელზე, რომელიც გამოიარეს. გთავაზობთ ნაწილს მისი წერილიდან:
"მთელი ჩემი ცხოვრება გმირს ვეძებდი და ბოლოს მივხვდი, რომ ნამდვილი გმირი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. ორი წლის წინ, 2019 წლის ზაფხულში, სკოლის არდადეგები დაიწყო და ჩემი გონება მოიცვა მოგზაურობაზე და გართობაზე ფიქრმა. როდესაც ჩანთები ჩავალაგეთ, დედამ თავი ცუდად იგრძნო, განუწყვეტლივ ახველებდა. დედაჩემი, თუნა ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი.
ის ავად არასდროს გამხდარა, არასოდეს წასულა ექიმთან. ხველება მეორე დღესაც გაგრძელდა, ჯერ ბათუმში წავედით, ბათუმიდან ახალციხეში, შემდეგ ბაკურიანში, შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდით და მისი მდგომარეობა უარესდებოდა. უკვე საკმარისი იყო... ჩემმა დამ მოტყუებით წაიყვანა ექიმთან. შედეგი საშინელი იყო. მახსოვს, ვიდექი ოთახში და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა დედაჩემის სახის გამომეტყველება. სამყარო ამოყირავდა. ვფიქრობდი თუ რამდენად არ ვიყავი მზად, რომ ის დამეკარგა.
ეს იყო დრო, როცა მე ის ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მალე თუნა და ჩემი და ქიმიოთერაპიისთვის ისრაელში გაფრინდნენ. ამ პროცესის დროს ის მესაუბრებოდა იმ გიჟურ რაღაცებზე, რასაც ის და ჩემი და იქ აკეთებდნენ. ქიმიოთერაპია ასუსტებდა, ყოველ დღე უფრო სუსტდებოდა, მაგრამ ნება მომეცით გითხრათ, დედაჩემი მთელი ცხოვრებაა არის დიდი და მუდმივი მბრწყინავი ვარსკვლავი, განსაცდელი მას ვერ მოერევა.
მახსოვს, ლამაზი, ქერა თმა სცვიოდა, ის კი ხუმრობდა იმაზე თუ როგორ ცდილობდა კლინიკა მის უცხოპლანეტელად გადაქცევას. პროცედურების დროს ესვა თვალის ჩრდილი, თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი. მე ვფიქრობ ეს ბევრს ამბობს იმაზე, თუ როგორი ადამიანია. თუნა ჩემი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, ბედნიერი ვარ, რომ მისი შვილი ვარ, რადგანაც ყველაზე ცუდ პერიოდშიც კი არ კარგავს შინაგან ბრწყინვალებას.
და ბოლოს, ზოგჯერ ნამდვილ გმირებს თვალის ფანქარი და წითელი ტუჩსაცხი უსვიათ", - წერს ანასტასია ხაჩიძე