27 ნოემბერი, 2020
„ნება მომეცი უბრალოდ ვიტირო“ - რატომ გაუჭირდა ანი გიუნტერს გადაცემაში საუბარი

 

ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების დღეეს იხსენებს და წერს, რომ ამ დღეს ტელევიზიაში მუშაობა გაუჭირდა. ტელეწამყვანის თქმით, ჰყავდა მამა, რომელსაც ყველა კიტხვაზე ჰქონდა პასუხი და შვილის ყოველდღიურობაში ცარიელი ადგილი დატოვა...

"26 წელია ვცდილობ, 26 ნოემბერი გახდეს ჩვეულებრივი დღე. გუშინაც, გადაცემის მისალმების ჩაწერისას ათასჯერ გავხსენი ტექსტი და ვერ ჩავწერე. 26 ნოემბერი ახლაც ცარიელია...

არადა ყოველთვის წამყვანის ტექსტი სტანდარტულია: დღე, რიცხვი და მერე რაც გულს მოესურვება. ყველაზე არასტანდარტული მამა მყავდა და ამიტომ მეპატიება არასტანდარტული მისალმებაც.

ათას
რამეს მოვიმიზეზებ, რომ დღე გადავაგორო, მაგრამ 26 წელია ვერ ვხვდები მიზეზს, როგორ ვსუნთქავ უშენოდ... ალბათ შენ მაცოცხლებ, მა, როგორც მაჩუქე ეს სიცოცხლე. არ ვიცი, ყველაფერზე პასუხი შენ იცოდი ხოლმე სხვებზე ზუსტად და ახლაც, ნება მომეცი უბრალოდ ვიტირო და დავრჩე იმ ბავშვად, რომელსაც მაგრად აკოცე და სამუდამოდ დაემშვიდობე...მიყვარხარ..." - წერს ანი გიუნტერი.


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
jast
მე 21 მარტს ვერ ვიტან, მამის გამო :(
14:30 / 01-12-2020
გამოხმაურება / 0 /
უაი და უი
კაცები რა დუნდუკები არიან ვინც უკომენტარებს :))ანი აბა ანი შენი მამა ანი. ამათი ოჯახის ქება დიდება ამაზრზენია უკვე
13:19 / 01-12-2020
გამოხმაურება / 0 /
დომინგო
ქალთა ქალი, ნომერი პირველი საქართველოში, რატომ არ აღიარებთ?
14:59 / 30-11-2020
გამოხმაურება / 0 /
არაგველი
უფალმა ნათელში ამყოფოს
03:38 / 29-11-2020
გამოხმაურება / 0 /
დათიკო
მეც ასეთი მამა მყავდა
03:25 / 29-11-2020
გამოხმაურება / 0 /
TOPS