01 დეკემბერი, 2020
"სულ რომ მეშინოდა და მერე ამ შიშს მალევე სადღაც ვჩქმალავდი, ის დროა ახლა" - ნინო სურგულაძეს მამა გარდაეცვალა
ცნო­ბილ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს ნინო სურ­გუ­ლა­ძეს მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. ამის შე­სა­ხებ ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

"სულ რომ მე­ში­ნო­და და მერე ამ შიშს მა­ლე­ვე სა­დღაც ვჩ­ქმა­ლავ­დი, რომ გული არ გამ­ხეთ­ქვო­და, ის დროა ახლა, ის დღე, რომ­ლის დად­გო­მაც თით­ქოს კა­ნონ­ზო­მი­ე­რია, მაგ­რამ მა­ინც ვე­რა­ვინ ვე­რა­სო­დეს ეგუ­ე­ბა, ახლა თით­ქოს ისიც კი მახ­სოვს, სულ პა­ტა­რამ პირ­ვე­ლად რო­გორ და­გი­ძა­ხე მამა, პირ­ვე­ლად რო­დის ვიგ­რძე­ნი მა­მის სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი, მინ­და მახ­სოვ­დეს და იმი­ტომ...

ის ყვე­ლა­ფე­რიც უნდა მახ­სოვ­დეს, რაც აქამ­დე იყო, სულ უნდა ვი­ფიქ­რო და­უს­რუ­ლებ­ლად, მო­ფე­რე­ბა ხომ
მო­ვას­წა­რი ისე, რო­გორც მინ­დო­და, იქ­ნებ ასე ცოტა შემ­სუ­ბუქ­დეს ტკი­ვი­ლი, ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც არც სა­ხე­ლი აქვს, არც და­სას­რუ­ლი...

მე კი­დევ ბევ­რს გე­ტყვი, ისევ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მა­მაშ­ვი­ლუ­რი სა­უბ­რე­ბი, ისევ მო­გიყ­ვე­ბი ყვე­ლა­ფერს, ისევ გთხოვ რჩე­ვას, ისევ გკი­თხავ აზრს, ოღონდ ამის შემ­დეგ შენ მხო­ლოდ მო­მის­მენ მამა, ვე­ღარ მი­პა­სუ­ხებ, მე კი მა­ინც გა­ვი­გო­ნებ შენ ხმას, რო­მე­ლიც სულ ჩემ­თან დარ­ჩე­ბა... მიყ­ვარ­ხარ უსას­რუ­ლოდ, შეხ­ვედ­რამ­დე" - წერს სურ­გუ­ლა­ძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS