26 მარტი, 2021
"მაია ასათიანი ტელეკომპანიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს... "პროფილი" მისი გადაწყვეტილებით დაიხურა" - პაატა სალიას განცხადება
"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პა­ა­ტა სა­ლია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ "პრო­ფი­ლის" და­ხურ­ვა წამ­ყვა­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს.

"თავს ვალ­დე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნევ და მსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გა­და­ცე­მა - "პრო­ფი­ლის" ავ­ტო­რის ემო­ცი­ურ მო­ნო­ლოგს, სა­დაც ის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ და შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს.

მინ­და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­ვა­ცხა­დო, რომ ახა­ლი მფლო­ბე­ლის პი­რო­ბებ­ში არ­ცერ­თი გა­და­ცე­მის და მათ შო­რის "პრო­ფი­ლის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის სა­რე­დაქ­ციო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, არ­ცერთ ეტაპ­ზე, რა­ი­მე სა­ხის ჩა­რე­ვას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.
"პრო­ფი­ლის" და­ხურ­ვა არ მომ­ხდა­რა არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ცე­მის ავ­ტორ­მა, მაია ასა­თი­ან­მა, გუნდთან ერ­თად, თა­ვად მი­ი­ღო, მას შემ­დეგ, რაც ახალ სა­ე­თე­რო ბა­დე­ში შე­ჩერ­და, ამა­ვე გუნ­დის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა - "შო­რე­ნას ეფექ­ტი".

მაია ასა­თი­ანს ჰქონ­და სრუ­ლი გა­რან­ტია, რომ მი­უ­ხე­დე­ვად არხზე მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ავ­ტორ­თან ერ­თად, ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობ­და მუ­შა­ო­ბას.

"რუს­თა­ვი 2" წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს "პრო­ფი­ლის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია კი მალე არ­ხის მა­ყუ­რე­ბელს ბევრ ახალ და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს შეს­თა­ვა­ზებს და უმოკ­ლეს დრო­ში კვლავ გახ­დე­ბა ნო­მერ პირ­ვე­ლი" - ნათ­ქვა­მია პა­ა­ტა სა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "პრო­ფი­ლი" და­ი­ხუ­რა და დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ბოლო გა­და­ცე­მა გა­დის. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ტო­ვებს მაია ასა­თი­ა­ნიც, რო­მე­ლიც არხზე 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი მა­ყუ­რე­ბელს ბოლო ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ემო­ცი­უ­რად და­ემ­შვი­დო­ბა.

"დღეს მე აქ ამ არხზე, ჩემს 20 წლი­ან ის­ტო­რი­ას ვას­რუ­ლებ. ბოლო გავ­დი­ვარ, რად­გან აქ იმ სი­ნათ­ლეს, წლე­ბის წინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი იმე­დი რომ იყო, ვე­ღარ ვხე­დავ. დღეს ბოლო პრო­ფი­ლია" - ამ­ბობს მაია ასა­თი­ა­ნი. გა­და­ცე­მის ანონ­სი ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
nino
ასათიანი იმედიდან არ გადავიდა? 20 წელი როგორ არის.....
16:14 / 08-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS