16 აპრილი, 2021
"დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ..." - როგორ იხსენებს ნინუცა მაყაშვილთან დაშორების დღეს ბესო ზანგური
ბესო ზანგური "ინფორუსთავთან" ინტერვიუში იმ დღეს იხსენებს, როდესაც მისი ყოფილი ცოლი, ნინუცა მაყაშვილი სახლიდან წავიდა. ის დღემდე არ აღიარებს ძალადობის არცეთ ეიპიზოდს და გნქორწინების მიზეზად ქალის მიერ ნათქვამ ტყუილს ასახელებს

- ადასტურებთ თუ არა ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს?

- არა და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემი გენეტიკით, აღზრდით, ცხოვრებით, ვარ მუდამ ძალადობის წინააღმდეგი. ვგმობ ყველანირ ძალადობას, თუნდაც იმ ბულინგს, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება. ხალხს არ აქვს მოსმენილი ჩემი მხარე. მე მყავს მეუღლე უსაყვარლესი და შვილები.
ამ შვილებში 2 გოგონაა და მე ვიქნები მუდამ პირველი, ვინც დაგმობს ძალადობას. ნოდარიკო ზანგურს არ ჰყავს არც მოძალადე მამა და არც მატყუარა დედიკო, მას ორივე ღირსეული მშობელი ჰყავს. სულ ესაა.

- რა მოხდა იმ კონკრეტულ ღამეს, რომელსაც იხსენებდა ნინუცა, რატომ წავიდა ის სახლიდან?

- დღემდე არ ვიცი რატომ წავიდა. ალბათ იმიტომ, რომ მუდამ ტყუილის ქვეშ მაცხოვრებდა... მე რეპეტიციაზე წავედი, ის სახლიდან.

- მეუღლეზე ეჭვიანობდით?

- არ ვარ ეჭვიანი კაცი, ზომიერად კი ,მაგრამ ჩემი ოჯახი არაა ცემა-ტყეპის მომხრე.

- რა გახდა იმ ღამით კამათის მიზეზი?

- არა, არ გვიკამათია. გიხსნით, მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. დავიძინე, გავიღვიძე და წავედი რეპეტიციაზე, რომ მოვალ ვილაპარაკოთ მეთქი, მოვედი და აღარ დამხვდა. მან იცოდა, რომ მე ტყუილს არ ვაპატიებდი და დამასწრო წასვლა, ვიდრე მე წავიდოდი.

- ანუ ამბობთ, რომ იმ ღამით, როცა დაბრუნდით გასტროლიდან, დაიძინეთ და დილით, როცა გაიღვიძეთ, წასული დაგხვდათ?

- არა, დილით კოცნით გამაცილა სახლიდან, ღმერთს ვფიცავარ.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ მოგატყუათ?

- გასტროლიდან ვრეკავდი და მეუბნებოდა, რომ სახლში იყო ჩემი თვეების შვილთან ერთად. აეროპორტში მეგობარი შემხვდა და მითხრა, ზღვაზე ვნახეო, გავოცდი, ხომ გეუბნებით, ვუთხარი, რატომ მომატყუე ასეთი რამ, მოვალ და ვილპარაკოთ მეთქი. წავედი მე რეპეტიციაზე და ის წავიდა სახლში. ვიცი, რომ მძიმე ადამიანი ვარ, მაგრამ ცემა? დარტყმა? ეს არის ის, რაც არ არსებობს ბუნებაში.

- უბრალოდ სიტყვიერი კამათი იყო?

- არა, ვიმეორებ კოცნით გამაცილა, ძალით ხომ არ მეცა და მაკოცა. არ მჯერა, რომ ნინუცამ მისცა ეს ინტერვიუ.

- რაც სახლიდან წავიდა, მას შემდეგ კონტაქტი არ გქონიათ?

- არა და როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი გადაყლაპეს მაყაშვილებმა?

- თვითონ ნინუცა ეჭვიანობდა თქვენზე?

- არა, არ რის ეჭვიანი, ძალიან კარგი გოგოა და უკარგესი ადამიანი, ჰუმანური, კეთილი, ამ ყველაფერთან ერთად ლამაზი და ნიჭიერი, უნიჭიერესი მსახიობია! ის ჩემი საყვარელი შვილის, ნოდარიკოს დედაა.

"ორსულად ვიყავი, როცა ბესომ ოჯახის წევრების თვალწინ ძალიან მცემა..." - ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე პირველად ალაპარაკდა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
gocha
ეს საკითხი გამოსაძიებელია და ისე ჯერ ორივე მხარეს უნდა მოუსმინოთ ასე ცალმხრივად არ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა აქ ადამიანზეა საუბარი და მის შემდგომ ცხოვრებაზე. გაუფრთხილდეტ ერთმანეთს. ეს კორექტულად
21:09 / 19-04-2021
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სასაცილოა რაც ხდება. ნინუცა 10 წლის წინ განვითარებულ ოჯახურ კონფლიქტზე საუბრობს და ქმარს ცემაში ადანაშაულებს. ეს საზოგადოების გსნსჯის საგანი ხდება და ამ საკითხზე კომენტარს კულტურის მინისტრიც აკეთებს. ე.წ ნინუცენი" რობერტ სტურუას გადადგომასაც კი ითხოვენ. ამ ყველაფრის შემდეგ მე ერთი შეკითხვა მაქვს. საქართველო სახელმწიფოა თუ დიდი ფსიქიატრიული კლინიკა?
00:38 / 19-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ამას ღმერთიც ყავს ? გია ბურჯანაძეც ალაპარაკეთ ,როგორ გაუმწარა ქალიშვილი, ერთხელ ისაუბრა ტელევიზიით,გადასული იყო კაცი ჭკუიდან,იმის ნასიძარიც ბრძანდება ეს მოძალადე ნაძირალა
14:26 / 17-04-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS