27 იანვარი, 2021
"თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არ ჯობია პატარა მოკვდე?!" - დეკანოზ თადეოზ სარალიძის სკანდალური ქადაგება
სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აღაშ­ფო­თა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ფრა­ზამ, რო­მე­ლიც მღვი­მე­ვის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის შო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა თა­დე­ოზ­მა (სა­რა­ლი­ძე) საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას თქვა.

ქა­და­გე­ბი­სას მან კო­რო­ნა­ვირუს­ზე და პა­ტა­რებ­ში მის ახალ გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მორ­წმუ­ნე ბავ­შვებს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბათ, თუმ­ცა, ვინც "პა­რა­ზი­ტია" და ეკ­ლე­სი­ას არ გა­მო­ად­გე­ბა, გაზ­რდას სჯობს, პა­ტა­რა მოკ­ვდეს.


"ახლა გაგ­სინ­ჯა­ვენ და თქვენ ყვე­ლას კო­რო­ნა გაქვთ მოხ­დი­ლი. რით მო­ი­ხა­დეთ? ღვთის­მშობ­ლის დახ­მა­რე­ბით ჩემო კარ­გე­ბო და გე­ნე­ტი­კუ­რი სიძ­ლი­ე­რით. თვი­თონ მაგ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში ამ­ბო­ბენ, ამ ქარ­თვე­ლებს რა გე­ნე­ტი­კა აქ­ვთო... სა­დაც შე­ყა­რეს -
ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, ყველ­გან პან­ტა­პუნ­ტით და­ყა­რეს ხალ­ხი, იმი­ტომ რომ გე­ნე­ტი­კა მა­გათ არ უვარ­გათ, ღვთის წყა­ლო­ბა მა­გათ არ აქვთ. ეს­პა­ნელ­მა ფეხი რომ წა­მოკ­რას ქვას, ღმერ­თს იხ­სე­ნი­ებს ცუ­დად, ეს დე­გე­ნე­რა­ტი... კი­დეც გა­ავ­სო ღმერ­თმა მკვდრე­ბით იქა­უ­რო­ბა და უა­რესს იზამს კიდე...

ახლა აში­ნე­ბენ, რომ ისე­თი ვირუ­სი გა­მო­დის, თურ­მე ბავ­შვებს უნდა და­ე­ტა­კოს. ნუ გე­ში­ნი­ათ, ბავ­შვე­ბო, არა­ფე­რიც არ და­გე­ტა­კე­ბათ. თქვენ, მთა­ვა­რია, ვაჟ­კა­ცე­ბი იყა­ვით, პა­ტი­ოს­ნე­ბი იყა­ვით, ეკ­ლე­სი­ის ერ­თგუ­ლე­ბი იყა­ვით და ისე­თი რამ გა­ა­კე­თეთ, რომ ქვე­ყა­ნას გა­მო­ად­გეთ და გა­ცო­ცხლებთ, ბაბუ, თუ არა და თუ პა­რა­ზი­ტი იქე­ნი, ტე­ლე­ფონ­ზე და­ჯე­ქი, შტე­რი­ვით იყა­ვი, არც სპორ­ტში ივარ­გე, არც ეკ­ლე­სი­ა­ში, მა­შინ არ ჯო­ბია პა­ტა­რა მოკ­ვდეს და სა­სუ­ფე­ველ­ში წა­ვი­დეს, ვიდ­რე დიდი ვირი გა­ი­ზარ­დოს და უმაქ­ნი­სი იყოს?!" - ამ­ბობს დე­კა­ნო­ზი თა­დე­ო­ზი ქა­და­გე­ბი­სას.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის ამ უმ­ძი­მეს გან­ცხა­დე­ბას, აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა "ფე­ის­ბუქ­ზე". ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვარს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის უფ­ლე­ბა უნდა შე­უ­ჩერ­დეს:

"ბავ­შვო­ბა­ში ყვე­ლა ცელ­ქია და ასეც უნდა იყოს! ტე­ლე­ფო­ნიც იმის­თვი­საა, უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. მავ­ნე­ბე­ლი და პა­რა­ზი­ტი თქვენ არა ხართ, უსა­მარ­თლო­ბას რომ ქა­და­გებთ? რა­ტომ თქვენ არ მოგ­კლეს ბავ­შვო­ბა­ში, თქვენ ხომ დიდი პა­რა­ზი­ტი ხართ?"

"ეტყო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მღვდლო­ბა ისე­თი ად­ვი­ლია, რომ ყვე­ლა იდი­ო­ტი აქ გარ­ბის და მერე ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბი­ან ამ­ბი­ო­ნი­დან იდი­ო­ტურ ბრძნად-მე­ტყვე­ლე­ბა­ში - ასე ბოლ­დე­ბა მრევ­ლი და ასე იშო­ვე­ბა მის­გან ფული. წიგ­ნის კი­თხვა ამათ არ უნ­დათ, შრო­მა ამათ არ უნ­დათ... ხოდა, კიდე, ის ან­და­ზა აღარ მუ­შა­ობს აქა - ერ­თმა ტა­ლა­ხი­ან­მაო, ასი სუფ­თა გას­ვა­რაო. აქ ასი ტა­ლა­ხი­ა­ნი სვრის ერთ სუფ­თას"

"აბორ­ტს რა­ღად გმო­ბენ? არ ჯო­ბია ბა­რემ არ და­ი­ბა­დოს ბავ­შვი, ვიდ­რე უსაქ­მუ­რი გა­მო­ვი­დეს?"

"ეს კი არა, ამი­სი მრევ­ლი უნდა სცე­მო მათ­რა­ხით"

"არ შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში!!! გა­ამ­კაც­როს სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ამ მი­ღე­ბის წე­სე­ბი, ყვე­ლა ხის­თა­ვი­ა­ნი რომ მო­რალს კი­თხუ­ლობს!"

"რა კავ­ში­რი აქვს ამას და მის­ნა­ი­რებს სუ­ლი­ე­რე­ბას­თან და ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან?!"

"წარ­მო­მიდ­გე­ნია შვილმკვდა­რი მშობ­ლე­ბი რას გრძნო­ბენ ახლა..."

თუმ­ცა, დე­კა­ნოზ თა­დე­ოზს დამ­ცვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ და აღ­შფო­თე­ბულ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს მო­უ­წო­დე­ბენ, სრუ­ლად მო­ის­მი­ნონ ქა­და­გე­ბა და კონ­ტექ­სტი­დან ამოგ­ლე­ჯი­ლი ფრა­ზე­ბით ნუ გა­მო­ი­ტა­ნენ დას­კვნებს (ქა­და­გე­ბა სრუ­ლად შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ზე­მოთ).

ქა­და­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და ჭი­ა­თუ­რი­სა და სა­ჩხე­რის მიტ­რო­პო­ლიტ და­ნი­ელს (და­თუ­აშ­ვი­ლი). მის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს:

"მინ­და, გუ­ლის­ტკი­ვი­ლით აღ­ვნიშ­ნო, რომ დე­კა­ნოზ თა­დე­ოზ სა­რა­ლი­ძის საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბა სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბე­ლია სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი სწავ­ლე­ბი­სათ­ვის. ეპარ­ქია იმ­სჯე­ლებს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­ა­კის­რებს მას შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას" - ნათ­ქვა­მია მიტ­რო­პო­ლიტ და­ნი­ე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
: )))))))
შეაგინებს ვინმე ამის გამო და ეტყვიან, გეენიის ცეცხლში დაიწვებიო. კოშმარულად დაბალი დონეა. არც ღირს ამაზე ლაპარაკი, უბრალოდ საშინელებაა ის, რომ გამოვა შენდობას ითხოვს, 2 თვე შეუჩერებენ მსახურებას და მერე იგივეს გააგრძელებს.
18:00 / 29-01-2021
გამოხმაურება / 0 /
მაია
ვერანაირ კონტექსტში ვერ ჯდება მამაოს ასეთი ქადაგება.მოვისმინე საოცარი ფრაზები და კიდევ უფრო ავღშფოთდი,აქეთ ამართლებენ კიდეც.არვიცი ეს სხვა არაფერია თუარა მეორედ მოსვლა.მაინცდამაინც ცეცხლის წვიმას თუ ველით.ეს ხომ არაა პირველი შემთხვევა.ვხედავთ მამაოებს პოლიკიკაში აღარ ერიდებიან უკვე არაფერს თავისი უხამსი განცხადებებით.გაიხადეთ ეგ ანაფორები
14:49 / 28-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS