18 იანვარი, 2021
"15 წუთი დამ­ჭირ­და მშობ­ლე­ბის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად, მაგ­რამ მე დე­დას ცო­ცხალს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რი..." - გიორგი გაბუნიას ემოციური მონოლოგი ჯულიეტა ვაშაყმაძეზე
ტე­ლე­წამ­ყვან­მა გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ამ გა­და­ცე­მა­ში პოსტ ფაქტუმში, მო­ნო­ლოგ­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხის და თა­ვი­სი დე­დის, ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი გა­იხ­სე­ნა:

"სი­ა­მა­ყით ამ­ბობ­და ხოლ­მე, მე მზეს ვას­წრებ გაღ­ვი­ძე­ბა­სო. გა­მორ­ჩე­უ­ლად ენერ­გი­უ­ლი, მებ­რძო­ლი და პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო ყო­ველ­თვის.

ბევ­რი რამე ჩემი წაყ­ვა­ნის სტილ­ში იმ­დე­ნად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო მის­თვის, რომ ამის გამო სას­ტი­კად ვჩხუ­ბობ­დით. თვე­ე­ბიც კი გა­სუ­ლა ისე, რომ ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ სა­ერ­თოდ არ ვლა­პა­რა­კობ­დით. ერთხელ, მახ­სოვს ღა­მით მო­მეს­მა ჩუმი ტი­რი­ლი. დედა ტი­რო­და, თა­ვის­თვის, ეგო­ნა,
რომ არა­ვის ეს­მო­და, ლო­გინ­ში იჯდა და ჩუ­მად ქვი­თი­ნებ­და. არ მი­კი­თხავს - რა­ტომ. ვი­ცო­დი, რაც აწუ­ხებ­და, სა­კუ­თარ თავს ტი­რო­და, გა­მოგ­დე­ბულს, არა­სა­ჭი­როს, მი­ტო­ვე­ბულს, და­სუს­ტე­ბულს და და­ვი­წყე­ბულ სა­კუ­თარ თავს..ამის მერე იყო რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­კა­კუ­ნა და მი­თხრა, გი­ორ­გი, მე მალე მოვ­კვდე­ბი და არ მინ­და, ისე წა­ვი­დე, არ ვლა­პა­რა­კობ­დე­თო. მა­შინ ბო­ლო­ჯერ შევ­რიგ­დით და იმის მერე აღა­რას­დროს გვი­ჩხუ­ბია.

ნელ-ნელა ფი­ზი­კუ­რად და გო­ნებ­რი­ვად გა­ი­ლია. იმ დღეს მე და ჩემი ძმა ახა­ლი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა­ზე ვი­ყა­ვით, ვი­ცო­დი, რომ ბოლო დღე­ებ­ში დედა გან­სა­კუთ­რე­ბით სუს­ტად გრძნობ­და თავს, ამი­ტომ, ჩა­წე­რის და­წყე­ბამ­დე მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე მო­სა­კი­თხად. მა­მა­ჩემ­მა ტი­რი­ლით მი­პა­სუ­ხა, ასე გა­ნად­გუ­რე­ბულს რო­გორ ვუ­ყუ­როო, მე­უბ­ნე­ბო­და...ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და რე­აქ­ცია აღარ აქვს ჩემ­ზეო, საჭ­მელს ვაჭ­მევ და ძლივს ყლა­პავ­სო, უკვე წყლის გა­დაყ­ლაპ­ვაც კი უჭირ­სო. მამა და­ვამ­შვი­დე, რამ­დე­ნა­დაც შევ­ძე­ლი. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ვუ­რეკ­ვა­დი მა­მა­ჩემს და ვა­მოწ­მებ­დი მდგო­მა­რე­ო­ბას. ექიმ­მა თქვა, გან­სა­კუთ­რე­ბულს აქ თქვენ ვე­რა­ფერს იზამთ, გა­აგ­რძე­ლეთ მოვ­ლა, რო­გორც აქამ­დე უვ­ლი­დი­თო.

რო­დე­საც ექი­მი წა­ვი­და, მა­მამ და ჩემ­მა დამ აბა­ნა­ვეს დედა, ახა­ლი პე­რან­გი ჩა­აც­ვეს და ისევ და­აწ­ვი­ნეს. გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა, რო­მელ­ზეც მე და ჩემი ძმა ვი­ყა­ვით, გვი­ა­ნო­ბამ­დე გაგ­რძელ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი იყო, რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ვე­დით და მა­მა­ჩემს და­ვუ­რე­კე, მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი, ხომ არ გძი­ნავთ-მეთ­ქი, ვკი­თხე, არაო, მი­თხრა, ორი­ვე გე­ლო­დე­ბი­თო. 15 წუთი დამ­ჭირ­და მშობ­ლე­ბის სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად, მაგ­რამ მე დე­დას ცო­ცხალს ვე­ღარ მი­ვუს­წა­რი. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, მა­მა­ჩე­მი დე­და­ჩემ­თან მი­ვი­და, მა­ნაც არ იცო­და... და უთხრა, აი, გი­ორ­გი მო­ვი­დაო, მაგ­რამ მას არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია აღარ ჰქონ­და...ორი­ვე მივ­ხვდით, რაც მოხ­და. ხმა­მაღ­ლა ტი­რი­ლი და­ი­წყო მა­მა­ჩემ­მა, ცხა­რე ცრემ­ლე­ბით. თავ­ზე ეფე­რე­ბო­და დე­დას და იმე­ო­რებ­და, "ჩემი ლა­მა­ზი", "ჩემი ლა­მა­ზი".

მე თვალ­წინ მიდ­გას, რო­გო­რი იყო დედა ბო­ლოს, სრუ­ლი­ად ჭა­ღა­რა, თეთ­რი, და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი და სა­შინ­ლად, სა­შინ­ლად გამ­ხდა­რი...უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში უცებ ჩა­მოდ­ნა, მე ჩა­ვე­ხუ­ტე და და­ვემ­შვი­დო­ბე, სულ რამ­დე­ნი­მე წუ­თის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ან შე­იძ­ლე­ბა იმ მო­მენ­ტშიც კი წა­ვი­და, რო­დე­საც სახ­ლში ფეხი შევ­დგი.

რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, მისი საფ­ლა­ვი პა­ნაშ­ვიდ­ზე მი­ტა­ნი­ლი უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლით გა­ივ­სო, იქ იდგა მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მო­ტა­ნი­ლი დიდი გვირ­გვი­ნი, რო­მელ­საც ეწე­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან, იყო დიდი ყვი­თე­ლი თა­ი­გუ­ლიც, რო­მელ­საც ეწე­რა ბუბა კი­კა­ბი­ძის­გან, იყო სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის­გან ძა­ლი­ან ბევ­რი უსა­ხე­ლო ყვა­ვი­ლიც, მაგ­რამ მათ შო­რის არ იყო ერთი პა­ტა­რა თა­ი­გუ­ლიც კი, რო­მელ­საც იმ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხე­ლი ეწე­რე­ბო­და, რო­მელ­შიც ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძემ 50 წელი გა­ა­ტა­რა და რომ­ლის სიმ­ბო­ლო­დაც ის იქცა. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ხე­ლით იქ არც არა­ვინ მო­სუ­ლა და არც არა­ვის მო­უ­სამ­ძიმ­რე­ბია.

დედა, მე ჩემი სა­კუ­თა­რი ხე­ლით დავ­ხა­ტავ იმ ყვა­ვი­ლებს, რომ­ლე­ბიც შენი საფ­ლა­ვის ქვას შე­ამ­კობს, მე ასე მაქვს ეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, შენი გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან ალ­ბათ, ისე­თი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გო­რიც შენ თვი­თონ იყა­ვი, რო­გორც თოვ­ლზე ამო­სუ­ლი ყვა­ვი­ლი, იძი­ნე მშვი­დად, დედა, მანდ შენ უკვე აღა­რა­ფე­რი შე­გა­წუ­ხებს" - გი­ორ­გი გა­ბუ­ნია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მედეა
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ამ უსაყვარლეს და ულამაზეს ქალბატონს.იმ თაობის ადამიანებს,რომლებიც თქვენ გიყურებდათ ტელევიზორში,ძალიან უყვარხართ და ძალიან გაფასებთ იძინეთ ტკბილად საყვარელო ქალბატონო
13:37 / 25-01-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS