როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, სახლი მის ოჯახს კოტე გოგელიამ აჩუქა, რომელიც მისი ცოლის ძმაა. ცნობისთვის, გოგელია დიზაინერ მაკა ასათიანის ქმარია.
"ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია, როგორც NCDC-ის წარმომადგენლის და გააჩინოს ჩვენ მიერ გაჟღერებული
სიუჟეტში ყოველი მოწოდებული ფაქტი, ციფრი და გვარიც კი, სპეციალურად დამახინჯებული იყო. საჩუქარი თავის დას და შესაბამისად მეც, გაგვიკეთა ამ და სხვა მედიისთვისაც განსაკუთრებით კარგად ცნობილმა, ჩემმა ცოლის ძმამ, კოტე გოგელიამ. პანდემიამდე, დაუსრულებელ შენობაში გადავედით და კომპანიის პასუხისმგებელ პირთან გუშინაც, მერამდენედ, გადავამოწმეთ და სახლი ჩაბარებული ისევ არ არის.
როგორც კი ეს ქონება ჩემი ცოლის სახელზე დარეგისტრირდება, შესაბამისად აისახება ჩემს დეკლარაციაშიც. ჩემს მიერ, ჯერ 1992 წ. განსაკუთრებით საშიშ დაავადებათა ცენტრის, ხოლო 1996 წ. NCDC-ის ჩამოყალიბების შემდგომ, მთელი ჩემი საქმიანობა და ყველა განცხადება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს პაატა იმნაძე.