ცოტა ხნის წინ ანა ჯაბაურმა კლინიკიდან მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
"საავადმყოფოებში ერთწლიანი "გამოკეტილობის", ტოტალური გერმანული "ლოქდაუნის", საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნელეების გადალახვის ფონზე, მგონი არაგვიშავს.
მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით"
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას გერმანიის კლინიკაში მკურნალობენ.