16 დეკემბერი, 2020
"...დავიჯერო ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მელიქიშვილის გამზირზე აღარ გავივლიო?" - დოიჯაშვილის მეუღლე მომღერლის მდგომარეობაზე, შვილებსა და ისრაელში ცხოვრებაზე
პა­რას­კევს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთერ­ში ტე­ლე­მა­რა­თო­ნი გა­ი­მარ­თე­ბა. მა­რა­თონ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა კი მომ­ღე­რალ ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლის ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოფ­რე­ნას მოხ­მარ­დე­ბა. ამ დღეს, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტა ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლის ვარ­სკვლავს გახ­სნის.

მა­რა­თო­ნის­თვის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა გახ­სნა, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ის კუ­რი­რებს თან­ხის შეგ­რო­ვე­ბას, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას უნდა მოხ­მარ­დეს.

ზუ­რაბ დო­ი­ჯაშ­ვი­ლი 9 თვეა, რაც ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. დი­აგ­ნო­ზი გახ­ლავთ ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზი. მომ­ღე­რა­ლი ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად ორი წლის წინ ოჯახ­თან ერ­თად წა­ვი­და და ერთ წე­ლი­წად­ში ცუ­დად
გახ­და.

მე­უღ­ლე ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი და ამა­ვე დროს უი­მე­დოა, ექი­მე­ბი იმედს არ აძ­ლე­ვენ, და­ა­ვა­დე­ბა კი იშ­ვი­ა­თი და საკ­მა­ოდ მძი­მეა.

- რო­დე­საც ზუ­რას და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, მა­შინ კი­დევ იყო შან­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ვეყ­ვა­ნა, მაგ­რამ პან­დე­მია და­ემ­თხვა. ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო და ფი­ნან­სუ­რად ვერ მო­ხერ­ხდა გად­მოყ­ვა­ნა.

ამ წუ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ასე­თია, დღეს რომ ჩემ­თან რე­ა­ნო­მო­ბი­ლი ჩა­მოფ­რინ­დეს, ზუ­რას ვერ გად­მო­ვიყ­ვანთ, რად­გან ამ ეტაპ­ზე მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას. ძა­ლი­ან მინ­და, მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში წაყ­ვა­ნა, მისი ბოლო სურ­ვი­ლი ეს იყო.

- ბო­ლოს რო­დის გე­სა­უბ­რათ?

- 28 აპ­რილს... სახ­ლში ვი­ყა­ვით და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და სუნ­თქვა. სას­წრა­ფო რომ გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ამ­ბობ­და, და­ვი­ჯე­რო ისე წა­ვალ ამ ქვეყ­ნი­დან, რომ მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე აღარ გა­ვივ­ლიო. ასე­თი გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბით მას შემ­დეგ აღარ უსა­უბ­რია.

თვე­ნა­ხე­ვა­რი კო­მა­ში იყო, კო­მი­დან გა­მო­ვი­და, მაგ­რამ აპა­რა­ტის მოხ­სნა ვერ მო­ხერ­ხდა. და­ე­წყო კუნ­თე­ბის ატრო­ფია და წო­ნა­ში სწრა­ფი კლე­ბა, ჩა­ერ­თო პრო­ფე­სო­რე­ბის გუნ­დი და სწო­რედ მა­შინ და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი. ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს მისი და­ა­ვა­დე­ბა. სა­ა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა დამ­ძიმ­დეს.

ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სამი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, ფა­რუ­ლი სის­ხლდე­ნა ეწყე­ბო­და. ზუ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი გუ­ლის შუნ­ტი­რე­ბა და სწო­რედ ეს აცო­ცხლებს. უმაღ­ლეს დო­ნე­ზე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და აქა­უ­რი ექი­მე­ბიც კი კი­თხუ­ლობ­დნენ, ვისი გა­კე­თე­ბუ­ლია შუნ­ტი­რე­ბა, გული რომ ამას უძ­ლებ­სო.

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS