30 აგვისტო, 2021
"ვირუსი ბავშვებს დაერია, ისევ დისტანციური სწავლაა გამოსავალი...“ - ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სწავლის დაწყების ფორმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში გამოსავალი ისევ დისტანციურ სწავლებაშია.

"ვირუსი ბავშვებს დაერია. ალბათ ისევ დისტანციური სწავლაა გამოსავალი და ეს მოულოდნელობადაც ვეღარ ჩაითვლება. ამ მოსალოდნელობას რამდენად მზად დავხვდით ამდენი ხნის და გამოცდილების მერეც?

ყველა ბავშვს აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი? იქნებ ბავშვების სასწავლო პირობებით აღჭურვაში მაინც დახარჯულიყო საარჩევნო კამპანიების ფული, მრავალრიცხოვან ერზე მზრუნველთა სამ-სამი გადიდებული პორტრეტი ზოგან ერთად რომაა გამოკრული ერთ კვადრატულ მეტრზე? განა
ხატებად არ გამოდგებით, მაგრამ სასწაულიც მოახდინოთ იქნებ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კარლსონ
ჰეი ჭკუის კოლოფო ბავშვებმა ერთად უნდა ითამაშონ ისწავლონ ასე ვითარდება იმუნური სისტემა თუ არ იცი როგორ ვითარდება ადამიანის იმუნური სისტემა შეგიძლია ბიოლოგიის წიგნში ამოიკითხო. ბავშვები გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე და მზეზე
22:14 / 30-08-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS