05 თებერვალი, 2021
"პაპკაზე" დავწერე: არ შეგეშინდეს, შენ კარგად იქნები!" - რა ემოციურ ისტორიას იხსენებს აჩიკო მეფარიძე, რომელმაც გეგა კობახიძე დახვრეტამდე ციხეში ნახა
მომ­ღე­რალ­მა აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ "მთა­ვარ არხზე" ლელა წურ­წუ­მი­ას გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბი­სას ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დახ­დე­ნი­ლი ის­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე მხო­ლოდ მის რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარს სმე­ნია.

მე­ფა­რი­ძე, რო­მე­ლიც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექი­მად მუ­შა­ო­ბი­სას 21-22 წლის ასა­კის იყო, იხ­სე­ნებს, რო­გორ ნახა ცი­ხე­ში "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი" და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ერთ-ერთი ბოლო ადა­მი­ა­ნი იყო, ვინც დახ­ვრე­ტამ­დე გეგა კო­ბა­ხი­ძე გა­ამ­ხნე­ვა.

"არ არ­სე­ბობს, არა­სო­დეს სად­მე ეს ამ­ბე­ბი გა­მეჟ­ღე­რე­ბი­ნოს... ერთ-ერთი ჩემი მო­რი­გე­ო­ბის დროს, გამ­თე­ნი­ი­სას, მოჰ­ყავთ პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ყე­ლის არე­შია ტყვი­ით დაჭ­რი­ლი, სა­დაც ტრა­ქე­აა იქ. მოყ­ვე­ბა ძა­ლი­ან
ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი - უშიშ­რო­ე­ბა და ა.შ. აღ­მოჩ­ნდად, რომ ეს იყო სოსო წე­რე­თე­ლი.

მო­იყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტი­დან "თვითმფრი­ნა­ვის ხალ­ხი" - გეგა კო­ბა­ხი­ძე, ზუს­ტად იმ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მოხ­და გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი. მე მახ­სოვს, რომ გეგა ფეხ­შიშ­ვე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის გა­რე­შე. მას არა­ფე­რი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი...

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS