11 აპრილი, 2018
ქართველი სელებრითები, რომლებსაც ყველაზე ლამაზი ფეხები აქვთ
ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა. ყველა ქალს უყვარს, როცა მუხლსქვემოთ მაინც უჩანს ფეხები, მით უფრო, როცა აქვს ის, რითაც შეუძლია, მოიწონოს თავი – ანუ ლამაზი ფეხები. ვის აქვს საქართველოში ყველაზე ლამაზი ფეხები? რეიტინგისთვის ცნობილ ქართველ ქალბატონებს გადავავლოთ თვალი.

მოდელი, ტელეწამყვანი და ახლა უკვე მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამორჩეულად გრძელი ფეხების პატრონია. შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს უნაკლო ტანი, რომელიც მხოლოდ ქართველებს არ ატყვევებს. ნანუკას ფეხებმა რამდენიმე წლის წინ, მავანნი
იმაზეც კი აალაპარაკა, თითქოს მოდელმა ფეხები ამერიკაში დაიგრძელა, მაგრამ ეს ინფორმაცია მართალი არაა. გარდატეხის ასაკის შემდეგ ის უფრო ლამაზი და დახვეწილი გახდა.

გადაცემა „hello თბილისის“ წამყვანი რუსკა ხვედელიძე, გარეგნობისა და ჩაცმის სტილის გამო, ყოველთვის იქცევს საზოგადოების ყურადღებას. იცვამს იმას, რაც ჰგონია, რომ უხდება.  გადაცემის რომელიმე «Stand Up-ის» ხილვაც საკმარისია, რომ თვალში მოგხვდეთ მისი ლამაზი ფეხები, რომელსაც სწორად შერჩეული look-ები და დასამახსოვრებელი Catwalk-ი  კიდევ უფრო ხაზს უსვამს და ლამაზს ხდის. ამის გამო ის ხშირ შემთხვევაში მოდელი ჰგონიათ, თუმცა, ამ პროფესიასთან შეხება არასდროს ჰქონია. ამბობს, როდესაც კამერა ირთვება, არაფერი ეცვლება, გარდა სიარულის მანერისა.

Rating

სოციალურ სივრცეში ხშირად აღნიშნავენ, რომ დიზაინერ ნინი ზარქუას ძალიან ლამაზი ფეხები აქვს. ალბათ ერთ-ერთ ფაქტორად ან თუნდაც ინსპირაციად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ნინი საკუთარი ფეხსაცმელების ხაზს აწარმოებს, რომელიც პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. ის ყოველთვის ერთ-ერთ გემოვნებიან ქალბატონად მიიჩნევა. ბავშვობიდან პოდიუმზე დგას და მის გარეგნობას არა ერთი ადამიანი ეთაყვანება.

მის სილამაზეს მთელი საქართველო და მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები ეთაყვანებიან. თაკო ნაცვლიშვილს უნაკლო სხეული, გრძელი ფეხები და ლამაზი ნაკვთები გენეტიკურად გამოყვა მამისგან, დედისგან და ბიძისგან ნიკა ცქიტიშვილისგან. თაკო ნიკას სახის ნაკვთებით ჰგავს, ხოლო გრძელი ფეხები დედისგან, მამისგან და ბიძისგან ერგო "მემკვიდრეობით".

გრძელფეხება გოგონებზე საუბრისას, წარმოუდგენელია, არ გაგახსენდეს ტელეწამყვანი და მსახიობი ანნა იმედაშვილი. ის პირველად გამოჩნდა ფილმ ,,ოცნების ქალაქში'' შემდეგ კი "ვოისის" ქართული ვერსიის წამყვანად მოგვევლინა. ანას გამოჩენისთანავე რა გასაკვირია, რომ მისმა ვუზუალურმა მხარემ მიიქცია დიდი ყურადღება და მათ შორის, რა თქმა უნდა, ფეხებმა, რომელიც, შეიძლება ვთქვათ, მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია.

Rating

ფიტნეს-მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე საქართველოში დღეს ყველაზე პოპულარული მოდელია. მას თითქმის ყველა ბიჭი ეთაყვანება, თუმცა, თავად ამ ეტაპზე შეყვარებული არ არის. ალექსანდრა ცდილობს, ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიური პროპაგანდა გაუწიოს და საკუთარ რჩევებს სხვა გოგონებსაც უზიარებს. ლამაზ სხეულს მუდმივად სჭირდება მოვლა და გაჯანსაღება, რასაც ალექსანდრა სისტემატურად ეწევა.

Rating

გრძელფეხება ქალბატონების სია ამით ნამდვილად არ მთავრდება. საქართველოში კიდევ ბევრი გრძელფეხება და ლამაზი მანდილოსანი ცხოვრობს.

ალექსანდრა პაიჭაძის რჩევები:

ტოპ 5 ტელეწამყვანი, ვისი გარეგნობაც ბევრ მოდელს შეშურდება

არმანისთან ახლოს ვარ, სახელით მომმართავს - თაკო ნაცვლიშვილი კარიერის და პოპულარული მშობლების შესახებ

რას იხსენებს დონალდ ტრამპთან ურთიერთობაზე ნანუკა გოგიჩაიშვილი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS