ტრამპის გაპრეზიდენტების შესახებ, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: "ამ ხუმრობა ხუმრობაში, პირველი თვითმფრინავი, რაც ვმართე, ტრამპის ბოინგი იყო"...
ცხადია, ამ ამბით
"ტრამპთან შეხვედრის საშუალება ჩემი "მისობის" პერიოდში მქონდა, ანუ მას მერე, რაც "მის სამყაროზე" აღმოვჩნდი. ეს ხომ ტრამპის კონკურსია. ჰოდა, პირველად ასე გავიცანი... რასაც შემდეგ ასეთი რამ დაემთხვა, - ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკაში ტრამპს ხვდებოდა, მასპინძელმა რატომღაც, ერთ-ერთ შეხვედრაზე, ყურადღება ჩემზე შეაჩერა, რაც კამერების თანდასწრებით მოხდა, აიღო კონკურსის ჟურნალი და პრეზიდენტ სააკაშვილს აჩვენა, - ნახე, "მის საქართველო" ჩემს კონკურსზე ლას-ვეგასში მონაწილეობდა, რომელსაც ახლოს ვიცნობო (მაგ პერიოდში დედაჩემი პრეზიდენტის პრესსამსახურში აპარატის უფროსი იყო). სააკაშვილმა ჩემ შესახებ არ იცოდა, რომ გაიგო, ძალიან გაუკვირდა და უთხრა, რომ ნათია, ნანუკას დედა ჩემთან აპარატში მუშაობსო. სხვათა შორის, ამის გაგონება დედაჩემისთვისც მოულოდნელობა იყო...
დაათვალიერეთ ფოტოგალერეა: დონალდ ტრამპი და ცნობილი ქართველები
- "მის სამყაროს" მსვლელობისას ტრამპი კონკურსანტებს გხვდებოდათ?
- კი, ყველა გოგონასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, რადგანაც, ვიმეორებ, მისი კონკურსია, რომელიც შვილივით უყვარს. მოკლედ, ვინც ასე თუ ისე ვაქტიურობდით, ყველას გვიცნობდა... ლას-ვეგასში კონკურსის მსვლელობისას ვხვდებოდით. სხვადასხვა ღონისძიებაში ვიყავით ჩართული. ერთხელ, გამიმართლა და 5 დიდი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად მეც ვიყავი საქველმოქმედო ღონისძიებაზე, პატარა ბავშვების მხარდამჭერ აქციაზე, ფულიც გადაირიცხა, ტრამპის ბოინგით გადაგვაფრინეს, - ეს ყველაფერი კონკურსის ფარგლებში მოხდა. ბოინგშიც მახსოვს, ძალიან ჩართული იყო პროცესში... ამ ამბის შესახებ მაშინ მხოლოდ გარშემომყოფებმა იცოდნენ, მე და დედაჩემი დიდად არ ვახმაურებდით. არც ფოტოებს ვაზიარებდით სოციალური ქსელის საშუალებით. თან, "მის სამყაროს" კონკურსის შემდეგ ამერიკაში დიდხანს დავრჩი...
გავიდა რაღაც პერიოდი და ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა, მეც უკვე აქ ვიყავი. ჰოდა, დამირეკეს და ამის შესახებ მაცნობეს, ასევე მითხრეს, - გიკითხაო. ესეც რომ არ ყოფილიყო, მე, როგორც წინა წლის "მისი" და "მის სამყაროზე" ნამყოფი, ასევე იმ მიმდინარე წლის "მის საქართველო" - ჯანეტ ქერდიყოშვილი იმ შეხვედრაზე უნდა მივსულიყავით, თან, ჯანეტი "მის სამყაროზე" მიემგზავრებოდა... იხილეთ სრულად