თეა დარჩია
რუსკა ხვედელიძე (ტელეწამყვანი): ჩემი ილია ჯერ პიტერში იმყოფებოდა დასასვენებლად, ის მამასთან ერთად ისვენებდა 10 დღე. შემდეგ წყნეტში ავედით და ახლა ასურეთში ისვენებს. წყნეთში ჩემს მეგობარს აქვს აგარაკი, ასურეთში ჩემი სახლი მაქვს, ამიტომ სახლში ფულის გადახდა არ დაგვიჭრვებია, თუმცა 1000 ლარი მაინც დამიჯდა ილიას საქართველოში დასვენება.
თამუნა მუსერიძე (ტელეწამყვანი): ალექსანდრემ და მე, წელს თავდაპირველად ბათუმში დავისვენეთ, ზღვა და ცურვა მას ძალიან უყვარს. წელს აჭარაში დასვენება, ერთად მხოლოდ 5 დღით მოვახერხეთ და სულ რაღაც 250 ლარი დამიჯდა. წლევანდელი წელი განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის და ძალიან დამეხმარა ჩემი ყოფილი მეუღლის, გურამ მაკალათიას დედა, მას ბავშვი ზღვაზე ჰყავდა წაყვანილი და ყურადღებას არ აკლებდა, ქობულეთიდან დაბრუნების შემდეგ კი სოფელში წაიყვანა და ერთად ისვენებენ. როცა ბავშვი მასთანაა არაფერზე ვნერვიულობ, ვიცი რომ ყურადღებას არ მოაკლებს და მაქსიმალურად ანებივრებს სანდროს.
თამთა შედანია (მოდელი): მია წელს ანაკლიაში მყავდა დასასვენებლად, გაგიკვირდებათ და "ჯემ ფესტზე" ვისვენებდით ერთად. რა დაჯდა დასვენება თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.
ხატია სიჭინავა (ტელეწამყვანი): წელს ზაფხულის პირველი ნაწილი აწარაში გავატარეთ. შემდეგ კი კიკეთში ავედით და ახლაც აქ ვართ ჩვენს აგარაკზე. ბავშვებთან ერთად ძიძებიც გვყავდა დასასვენებლად წაყვანილი. მომავალ წელს ალბათ თურქეტში დავისვენებთ, იმიტომ რომ იქ გაცილებით იაფია დასვენება და ბევრად კარგი კომფორტია დამსვენებლისთვის.
მერიემ კაკაურიძე