- ჩვენი ოჯახის დასვენება ივლისის თვეში დაიწყო, თავდაპირველად ბავშვებთან ერთად, აჭარაში გავემგზავრეთ. ამჯერად კი, კიკეთში ვართ აგარაკზე. დღეს საღამოს ალმა-ატაში მივფრინავთ მე და რამაზი, სადაც რამდენიმე დღით დავრჩებით. აგვისტოში ბევრი ჩვენი მეგობრის შვილმა იქორწინა და ალმა-ატაშიც ქორწილში
- სამი ბავშვით დასვენება საკმაოდ შრომატევადია, ვინ გეხმარებათ ბავშვების მოვლაში?
- ჩვენ გვყავს ორი ძიძა, რომლებიც ფანტასტიურად უვლიან ჩვენს ბავშვებს. აჭარაში ერთი თვით ვიყავით, ხშირად მიწევდა თბილისში წამოსვლა და მათ თავისუფლად ვუტოვებდი ბავშვებს.
- კმაყოფილი ხარ აჭარაში დასვენებით, გამოსწორდა თუ არა თუნდაც მომსახურების სერვისი და ფასები?
- გამოსწორდა თუ არა რამე, ეს ალბათ ადგილობრივებს უნდა ჰკითხოთ. ბევრი ტურისტია აჭარაში, რაც კარგად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ფასებს რაც შეეხება, თურქეთში და აჭარაში დასვენება თითქმის ერთი ფასი ღირს, ამიტომ მომავალ წელს საოჯახო პაკეტს ავიღებ და ბავშვებთან ერთად თურქეთში გავემგზავრებით. სადაც მომსახურების მაღალი დონე, საუკეთესო სასტუმროები და მუდმივად მზიანი ამინდია. წელს მხოლოდ ერთი კვირა გამიმართლა აჭარაში ამინდმა.
- კიკეთში საკუთარი აგარაკი გაქვთ?
- ჩვეულებრივი დაცული ტერიტორია მაქვს კიკეთში, 1200 კვადრატული მეტრი არის ეზო. ბავშვებს კარგად გართობა შეუძლიათ. თვითონ იმდენი არიან, მეზობლის ბავშვები აღარც სჭირდებათ გასართობად (იცინის).
- რამაზიც კიკეთში ისვენებს?
- ისიც კიკეთშია, საღამოობით კონდიციონერის ქვეშ დაძინებას ურჩევნია კიკეთში, სუფთა ჰაერზე დაისვენოს, ამიტომ სულ ჩვენთან არის, დღის მანძილზე საქმეებზე ჩადის თბილისში. აქ ნამდვილი სამოთხეა ისე გრილა.
- თქვენ და რამაზი ხშირად მოგზაურობთ, რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდათ განსაკუთრებულად?
- წელს პირველად ვიყავი გერმანიაში და ისე მოვიხიბლე ამ ქვეყნით, ჩემი შთაბეჭდილებების წიგნში საუკეთესო თავგადასავლების მქონე სტატუსით შევა. „coldplay“-ს კონცერტს დავესწარით გერმანიაში და ეს იყო ძალიან ემოციური. კონცერტზე ეკრანზე გამოჩნდა ჩემი სახე და ისე გამეხარდა, ვყვიროდი აი, შემხედეთ-მეთქი. ხალხი ვერ მიხვდა რა ხდებოდა და ყველა მე მიყურებდა. ექვსი საათი ვიდექით ფეხზე, მაგრამ ეს იყო დაუვიწყარი შოუ. კონცერტზე გადაღებული ფოტო არ მრჩებოდა და ამაზე ძალიან მწყდებოდა გული, თუმცა მეორე დღეს ჩემმა დაქალმა გამომიგზავნა „coldplay“-ის კონცერტზე გადაღებული ჩემი ფოტო, რომელიც მას, მისმა მეგობარმა გაუგზავნა. აი, ასე მივიღე გერმანიაში გადაღებული ფოტო თბილისიდან და ძალიან გამეხარდა.
- რატომ გააუქმეთ „ფეისბუქი“ თქვენ და რამაზიმ?
- ჩვენ დიდი ხნის წინ გავაუქმეთ „ფეისბუქი“ და ამდენი ნეგატივისგან დასვენება, სასიამოვნო აღმოჩნდა. ხანდახან აღვადგენ ერთი დღით, ისიც იმიტომ თუ მინდა ფოტოების ალბომი შევინახო. თავიდან კი მიჭირდა ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა, მაგრამ ახლა ეს ძალიან მომწონს. კარგ ამბებს ისედაც ვიგებთ და ნეგატივისგან შორს ვართ.