მაკა ცინცაძე
უმშვენიერეს ტელეწამყვანებზე საუბარი მაკა ცინცაძის გარეშე წარმოუდგენელია. სექსუალური, ეშხიანი, ულამაზესი... ეს ის ეპითეტებია, რომლითაც მაკა ცინცაძეს ხშირად ამკობენ. მისი კარიერა წლების წინ „მაესტროში“ დაიწყო, შემდეგ კი „ჯი
ეთო ფურცხვანიძე
ეთო ფურცხვანიძე ქართულ ტელესივრცეში ყველაზე გამორჩეული ტელეწამყვანია. ამჯერად ის „პალიტრანიუსზე“ გადაცემა „დღის თემის“ წამყვანია. პროფესიით ჟურნალისტია. ეთოს პენელოპა კრუსს ამსგავსებენ, მაგრამ აშკარაა, რომ ცნობილ მსახიობზე გაცილებით უკეთესია და სრულიად ამსხვრევს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ ქერები უფრო მომხიბვლელები არიან.
მარიამ ვაშაძე
ტელეწამყვანი მარიამ ვაშაძე, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და საკუთარი გარეგნობის წყალობით, შეუმჩნეველი არავისთვის დარჩა. მარიამი საინფორმაციო გამოშვების „მოამბის“ წამყვანია.
რუსკა ხვედელიძე
რუსკა ხვედელიძე ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ერთი წლის წინ გამოჩნდა. გამორჩეული სტილის მქონე, ქერათმიანმა ლამაზმანმა მაყურებლის ყურადღება უმალ მიიპყრო. ის გლამურული ღონისძიებების ხშირი სტუმარია და შეიძლება ითქვას, ერთგვარი გიდია, რომელიც ყოველ სამშაბათს ელიტურ წვეულებებზე გვმასპინძლობს.
ანი გიუნტერი
ტელეწამყვანი ანი გიუნტერი პროფესიით მუსიკოსია. ის თავდაპირველად მსახიობის რანგში გაიცნო მაყურებელმა, შემდეგ ანი ტელეწამყვანი გახდა. გერმანული სისხლის მქონე, ქართველი ვარსკვლავი გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ორი შვილის დედა ისეთ შესაშურ ფორმაშია, ნებისმიერ მოდელს შეშურდება.
ნათია დედანაშვილი