
გიორგი მარგველაშვილის მეუღლე და ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა საზოგადოებას განსაკუთრებულად უყვარს.
პირველი ლედი აქტიურად არის დაკავებული სხვადასხვა პროექტებით და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე ზრუნავს.
გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას ერთი საერთო შვილი თემო ჰყავთ. პატარა თემო ძირითად დროს დედასთან ერთად ატარებს. მალე, უფრო სწორად კი თებერვალში თემოს ძმა გაუჩნდება, მაკა ჩიჩუა ორსულად არის.
მაკა
მისი პირველი მეუღლე ანასტასია ვირსალაძე გახლდათ, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. ანასტასია ვირსალაძე უმშვენიერესი ქალბატონია, მას და გიორგი მარგველაშვილს საერთო ქალიშვილი ჰყავთ. ანა მარგველაშვილი თბილისში მამასთან ერთად ცხოვრობს. ანასტასია ქალიშვილზე 16 წლით უფროსია და ერთად გადაღებულ ფოტოებზე, შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ ისინი დედა-შვილი არიან. 
პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა მეორედ იქორწინა. მისი მეუღლე ხათუნა აბაშიძე გახლდათ. ხათუნას და გიორგის ოჯახურმა თანაცხოვრებამ 9 წელი იარსება და შემდეგ დაშორდნენ. ხათუნა ლევან ყიფიანზე დაქორწინდა, გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუაზე.
როგორც ხათუნა ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს, გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია, პრეზიდენტი ყოფილ ცოლს ძალიან დაეხმარა მაშინ, როცა ხათუნა აბაშიძის ვაჟს, გიორგის ქართველმა ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.




















