10 ოქტომბერი, 2017
"ვაპირებ, ამ საყვარელ ბავშვს „თემოს ძმა“ დავარქვა" - როგორი ორსულობა აქვს მაკა ჩიჩუას
მაკა ჩიჩუა „იმედის დღეს“ ესტუმრა და საკუთარ ფეხმძიმობაზე და „ნიჭიერზე“ ისაუბრა, ამ პროექტში ის ჟიურის წევრია. ტელეგადაცემის საშუალებით, პირველმა ლედიმ რუსკა მაყაშვილის შვილის, ილიას შეძენა მიულოცა.

"უკვე ხუთი თვის ორსული ვარ. წარმომიდგენია რუსკას ახლანდელი მდგომარეობა, რადგან მე მოლოდინში ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ, ორი ორსული რომ დაჯდება, თან რუსკასთვის პირველი შვილია, მე უკვე მრავალშვილიანი დედა გამოვდივარ, თან, ბებიაც ვარ… სულ ვშაყირობ, პირდაპირ შვილიშვილებს ვაჩენ-მეთქი, რადგან უკვე ძალიან დიდი ვარ. ვიტყვი დიდი სიხარულით, რადგან მომწონს და მახარებს ჩემი
ასაკი, 46 წლის ვარ.

კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს მისი ორსულობა და რამდენად აქცევს ყურადღებას საკუთარ თავს ამ მდგომარეობაში, პირველი ლედი პასუხობს:

იმდენად გვიან გავიგე ეს ორსულობა… ის არ იყო დაგეგმილი და არც ტოქსიკოზი მქონი, არც მჟავე კიტრი მინდოდა… მეგონა, რომ შებერილობა სხვა რამის ბრალი იყო. მინიმალური დისკომფორტი მქონდა, ცუდ საჭმელს რომ შეჭამ… რომ მივედი ექიმთან და დახედეს, სქესი გითხრათო? ჩემთვისაც შოკი იყო… თემოზე ბევრად უფრო გაფაციცებული ვიყავი.

ვაპირებ, ამ საყვარელ ბავშვს „თემოს ძმა“ დავარქვა. თემოს გარშემო ტრიალებს მთელი ჩვენი ოჯახი, საახლობლო, თემო არის ეპიცენტრი. ახლა მას უნდა შეეძინოს ძმა, მაგრამ ახლა მასზეა მთელი ყურადღება…
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS