06 იანვარი, 2021
"არ მჯერა მიშო..." - ძმის მიერ მოკლული ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო
ძმის მიერ მოკ­ლუ­ლი მიშო ახ­ლო­უ­რი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი იყო. ორი­ვე სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "სა­ბურ­თა­ლო­ში" თა­მა­შობ­დნენ.

"არ მჯე­რა მიშო..." - წერს მოკ­ლუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და ანი შა­ქა­რაშ­ვი­ლი.

ახალ­გაზ­რდებს რომ ახლო მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, მიშო ახ­ლო­უ­რის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­და­ნაც ჩანს, სა­დაც უამ­რა­ვი პოს­ტი სწო­რედ მოკ­ლულ შა­ქა­რაშ­ვილს ეხე­ბა.

აშ­კა­რად ჩანს, რომ მი­შომ მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, მის "ფე­ის­ბუქ გვერ­დზე" არა­ერ­თი პოს­ტია, რო­მე­ლიც მოკ­ლულ შა­ქა­რაშ­ვილს ეძღვნე­ბა.

"ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, ჩემი შა­ქა­რა და ჩემი ლუსი, რა კარ­გი იყა­ვი შა­ქარ"

"შა­ქარ
მე­ნატ­რე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, რო­გო­რი რთუ­ლია უშე­ნო­ბა. რო­გო­რი რთუ­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბი ამ დე­და­მი­წა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ შენ გე­ძებ, სულ შენ­ზე ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ერთი იმა­ზე ფიქ­რი მაძ₾იე­რებს, რომ ახლა უკე­თეს ად­გი­ლას ხარ და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ. ჩემი ან­გე­ლო­ზი ხარ შა­ქარ. ზე­ცა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით და იქ მოგ­ვი­წევს იმის გა­კე­თე­ბა, რაც ამ უსა­მარ­თლო ცხოვ­რე­ბამ არ გვა­ცა­და" - წერ­და მიშო ახ­ლო­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი მიშო ახ­ლო­ურს 21 წლის ძმამ მი­ა­ყე­ნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბაა.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ძმას - 2001 წელს და­ბა­დე­ბულ მ.ა.-ს, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 11 პრი­მა-108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს",- ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS