ისევე როგორც ბოლო წლებში, ამ წელსაც ძირითადად პოლიტიკის გამო „ხოცავდა“ ხალხი ერთმანეთს, თუმცა, სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მოხდა.
სიმღერა, რომელმაც ხალხს ახალი წელი დაავიწყა
2018 წელი, შეიძლება ითქვას, პირდაპირ შოუ-ბიზნესური სკანდალით დაიწყო. ქეთათომ საახალწლო კონცერტზე მეფე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა ისე შეასრულა, ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლო და ამ ამბავმა ლამის ახალი წელი გადაავიწყა ხალხს.
წლის მოულოდნელი ქორწინება
ამ წელს ბევრი ქორწილი და განშორება
წლის მთავარი ქორწინება
წელს ასევე დაქორწინდა თინეიჯერების გულთამპყრობელი და ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა. რეპერს სხვადასხვა დროს, არა ერთ ცნობილ გოგონასთან აწყვილებდნენ, მაგრამ ჭორები ჭორებად დარჩა და საბოლოოდ, მან ისეთ გოგონაზე შეაჩერა არჩევანი, რომელსაც არავინ იცნობდა.
ბერა უმშვენიერეს ნანუკა გუდავაძეზე დაქორწინდა და წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.
წელს ასევე გათხოვდა მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე. მისი ქმარი ბულგარელი პროდუსერი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ბავშვსაც ელოდება.
წლის დიდი ტკივილი
წლევანდელი წელი სამწუხარო ამბებითაც სავსე იყო. წელს გარდაიცვალა მომღერალი გიო ხუციშვილი, რომელიც სიმსივნეს დაახლოებით ორი წლის მანძილზე ებრძოდა, თუმცა, საბოლოოდ, მძიმე სენი ვერ დაამარცხა. ასევე წელს დაიღუპა პოლიტიკოსი ნიკა რურუა. წლის უმძიმესი და მოულოდნელი ტრაგედია დატრიალდა ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის ოჯახში. მათი 11 წლის ქალიშვილი, ტატა რევიშვილი, ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
წლის კონცერტი
წლევანდელი წელი კულტურული ღონისძიებებითაც გამორჩეული იყო, თუმცა, განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა გიო ხუციშვილის კონცერტი. მომღერალს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვარსკვლავი გაუხსნეს. გიოს სიმღერები ფილარმონიაში მისმა მეგობრებმა შეასრულეს. კონცერტი განსაკუთრებულად ემოციური გამოდგა, მსმენელი და მომღერლები ერთად ტიროდნენ.
წლის სკანდალი
წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალი მომღერალ ნათია თოდუას გერმანულ „ვოისში“ გამარჯვება აღმოჩნდა. ნათია თოდუას გამარჯვება თითქმის ყველამ იზეიმა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გერმანელი ჟიურის პროფესიონალიზმში ეჭვი შეიტანა. ნათია თოდუა წლების წინ, ქართულ „იქს ფაქტორში“ დაიწუნეს და გერმანიაში სწორედ ამის შემდეგ წავიდა, სადაც პროექტში გაიმარჯვა კიდეც.
ყველა ზღვარს გასცდა ანუკა არეშიძის და მისი მეგობრის ნინი ზარქუას დაპირისპირება. ანუკი და ნინი ბავშვობის მეგობრები არიან და აშკარაა, რომ ისინი დაშორდნენ. მათ ნათელ-მირონობაც აკავშირებთ, მაგრამ ერთად გადაღებულ ფოტოებსაც კი აღარ დებენ.
სკანდალური აღმოჩნდა და სხვანაირად წარმოუდგენელიც იქნებოდა, ლალი მოროშკინას და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ თანამშრომლობა. პიარ-ტექნოლოგი პროექტში მონაწილეობას თავიდან სიამოვნებით დათანხმდა და როგორც თავად ამბობს, ცეკვის გამო 10 კილოგრამიც კი დაიკლო, მაგრამ, მოულოდნელად, მან გადაცემა დატოვა და ამის მიზეზად გოჩა ჩერტკოევი დაასახელა. როგორც ჩანს, მოროშკინას და „იმედის“ ურთიერთობა დალაგდა.
წლის სკანდალია ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა. მართალია, ისინი წელს არ დაშორებულან, მაგრამ ნანუკამ საკუთარ გრძნობებზე და ერეკლე კოდუასთან დაშორებით მიღებულ ტრავმებზე სახალხოდ წელს ილაპარაკა და ერეკლე კოდუამაც არც აცხელა, არც აცია და სოციალურ ქსელში საკუთარი გრძნობები საჯაროდ გამოხატა. მან ახალი საყვარელი ქალის კატია დიდას ფოტო დადო და დააწერა, რომ ის მისი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ერეკლე კოდუას ამ საქციელის გამო ნამდვილი „თავდასხმა“ მოუწყვეს და სოციალურ ქსელში მოღალატე კაცი ეძახეს.
აღსანიშნავია, რომ გადაცემა "პროფილის" ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, კოდუა ინსტაგრამზე განსაკუთრებულად გააქტიურდა და კატიასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს თითქმის ყოველდღე დებდა.
წლის დაშორება
წელს რამდენიმე ცნობილი ოჯახიც დაინგრა. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ცისანა სეფიაშვილის ოჯახის დანგრევა. მას საკმაოდ მყარი და მრავალწლიანი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად წყვილის ქორწინება დასრულდა. მიზეზებზე ცისანა დღემდე არ საუბრობს. თუმცა, აშკარაა, რომ თავს კარგად გრძნობს და გლამურულ წვეულებებსაც სტუმრობს.
მოულოდნელი არ იყო, მაგრამ თუ ასე მალე დაინგრეოდა, არავინ ელოდა - ქეთა თოფურია და რეპერი გუფი დაშორდნენ. ამის მიზეზი 18 წლის ეკატერინბურგელი გოგონა - იანა გახდა. მან გუფისთან ურთიერთობის დეტალები პრესასთან საჯაროდ მოყვა, შედეგად კი, ქეთას და გუფის წყვილი დაიშალა.
ფაქტობრივად, შარშან დაშორდნენ, მაგრამ წელს გახდა ცნობილი პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის და გიგი ჩიჩუას დაშორების შესახებ.
წყვილმა უკვე ახალი სიყვარულიც იპოვა. ანა მაკა ჩიჩუას სიძის თუ ყოფილი სიძის მინდია გოგოჭურის ძმაკაცს, მიხეილ თათრიშვილს ხვდება, ხოლო გიგი ჩიჩუას რჩეული მომღერალი მარიამ ჩაჩხიანია.
წლის "ტროლი"
წლის მთავარ საქორწინო მოვლენად 2018 წელს ბერას და ნანუკას ქორწინება ითვლება. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ქორწილი ჩუმად არ ჩაივლიდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ამ ქორწილს სულ სხვა ელფერი შესძინეს.
ბერამ და ნანუკამ ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს, ერთ-ერთმა ინტერნეტ-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში დაწერა, თითქოს ბერამ სვეტიცხოველი დახურა, რაც მიხეილ სააკაშვილმა სათავისოდ გამოიყენა. რამდენიმე დღის მანძილზე, სოციალურ ქსელში და არა მხოლოდ, ისინი ამაზე საუბრობდნენ, თუმცა, ამ ამბავს ნათელი არა ერთმა ადამიანმა მოფინა. ეს ადამიანები იმ დროს სვეტიცხოველში იმყოფებოდნენ და გაირკვა, რომ სააკაშვილმა უბრალოდ ხალხი "დატროლა" და ივანიშვილის ჯვრისწერა ყველა წესის დაცვით წარიმართა.
წლის გმირი
წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იყო, თუმცა, დიდ დიღომში მცხოვრებ პატარებს გაუმართლათ და მათ ერთ დილით ეზოში საცურაო აუზი დახვდათ.
პატარებს მოულოდნელი საჩუქარი ახალგაზრდა მამაკაცმა, მეზობელმა დიმიტრი ტატიშვილმა მოუწყო და მისი სახელიც უმალ გახდა პოპულარული.
ბავშვებს და არა მხოლოდ მათ, ეს სახელი და გვარი არ დაავიწყდებათ. დიმიტრი ტატიშვილი რამდენიმე თვეში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.