30 მაისი, 2018
ემოციური კადრები გიო ხუციშვილის კონცერტიდან - დარბაზი და მომღერლები ერთად ტიროდნენ
ფილარმონიის წინ, გუშინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნას წინ უძღოდა გიო ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო, სადაც მისი ჰიტები მომღერლის კოლეგებმა, შვილებმა და მეუღლემ შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ემოციური იყო, ტიროდა დარბაზი და ტიროდნენ გიოს მეგობრებიც.

Rating

გიო ხუციშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სცენაზე მოგვიანებით გამოვიდა. მან დუეტი შეასრულა მეუღლესთან, შვილთან ზუკა ხუციშვილთან, შვიდკაცასთან და ნატო გელაშვილთან.

გიო ხუციშვილის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

მომღერალმა მსმენელს მადლობა გადაუხადა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
*
გამაგრდი გიო, მთელ ერს უყვარხარ
12:35 / 31-05-2018
გამოხმაურება / 0 /
Tamaz
ქართველი კაცია სულით ხორცამდე.
11:05 / 31-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS