09 ივლისი, 2018
ექსკლუზივი: შორენა ბეგაშვილი გათხოვდა
მსახიობი შორენა ბეგაშვილი გუშინ იუბილარი იყო. მან გრანდიოზული დაბადების დღე საცურაო აუზზე გადაიხადა. შორენას დაბადების დღე საყვარელმა მამაკაცმა, ირაკლი ნანაძემ გადაუხადა. 

საიუბილეო წვეულებაზე მიწვეულები იყვნენ შორენას ოჯახის წევრები, შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ირაკლის და შორენას მეგობრები. მათ შორის - ბუკა მანაგაძე, მაკა ზამბახიძე, ლელა წურწუმია, მამულიჩა და სხვები. 

მომღერლებმა მსახიობს დაბადების დღის აღსანიშნავად უმღერეს. 

შორენას და მის ქალიშვილს ევას, წვეულებაზე თეთრი კაბები ეცვათ.

Rating
Rating

გვიან ღამით, შორენას საყვარელმა მამაკაცმა მოუწყო გრანდიოზული ფეირვერკი, რომელიც ბეგაშვილისთვის მოულოდნელი იყო. 
ფეიერვერკის შემდეგ, დაბადების
დღის ტორტი შორენამ და ირაკლიმ ერთად გაჭრეს. 

როგორც ჩანს, წყვილი თავის ურთიერთობას საერთოდ აღარ მალავს, უფრო მეტიც, "რეიტინგისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, მათთან ერთად ცხოვრობს შორენას უმშვენიერესი ქალიშვილი ევა ბარბაქაძეც. 

Rating

წყვილის მეგობრების ცნობით, შორენა და ირაკლი ქორწინების შესახებ ოფიციალურ განმარტებას უახლოეს მომავალში გააკეთებენ. ირაკლი ნანაძემ უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის დაამზადებინა უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ხელს მალე დაამშვენებს. 

"რეიტინგი" შეეცადა შორენა ბეგაშვილთან დაკავშირებას და ქორწილის დეტალების გარკვევას, თუმცა, ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 
Rating

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
ლალი მასწავლებელი
ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს ორივე,შორენას ნამდვილად მოუხდება კარგი ვაჟკაცი გვერდით,ულამაზესი ქალია და მფარველი და პატრონი ნამდვილად ჭირდება...
00:49 / 23-03-2019
გამოხმაურება / 0 /
თამუნა კოკოშა
დიახ ის ცოლ-შვილიანია, მან ოჯახი დაუნგრია ამ კაცს, არაჩვეულებრივი ცოლი ჰყავდა. დიახ შორენაა ის ქალი რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ამ კაცის ოჯახი და მისი ცოლი გაეუბედურებინაა... ყველამ იცის ეს თემა და უბრალოდ უნდა ხვდებოდეს, ღმერთმა ამის გამო სამაგიერო ერთხელ მწარედ გადაუხადა და კიდევ რატომ იქცევა ასე.. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობა არის დიდი ცოდვა... ფულზე დახამებული ქალისგან მეტს რას უნდა ველოდოთ.. ძლიერი ყოფილა ნანაძის ცოლი, რომ არ გამოუჭენა საქვეყნოდ რასაც კადრულობდა შორენა და რა წერილებსაც უგზავნიდა ცოლს! შავ ვარდებს თავი რომ დავანებოთ...
23:40 / 15-07-2018
გამოხმაურება / 0 /
თათა 1990
აჰა
23:37 / 15-07-2018
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს და საერთოდ მინდა ყველა ქალმა იგრძნოს მამაკაცისგან რომ ქალია❤️❤️❤️
00:04 / 15-07-2018
გამოხმაურება / 0 /
გია
აბა სჰენ იცი სიბერემდე კიდევ დიდი დროა გილოცავ
07:30 / 14-07-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS