როგორ ცხოვრობს დღეს გიო ხუციშვილის ოჯახი და როგორ იხსენებს მას მეუღლე - ამაზე მუსიკოსი მაია ჯორჯაძე AMBEBI.GE-სთვის ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გიამბობთ:
- მაია, როგორ გადის დღეები გიოს გარეშე?
- ყველამ იცის, რომ ერთმანეთთან 24-საათიანი ურთიერთობა
- როდესაც მძიმე დაავადების შესახებ გაიგო, რომელთანაც შემდეგ ბრძოლა მოუწია, როგორ შეხვდა მას? როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ პერიოდში?
- აქეთ გვაწყნარებდა და მეც მჯეროდა მისი, როგორც ყოველთვის. "არ არის პრობლემა, მაია, შენ არ ინერვიულო" - მეუბნებოდა. მთელი თავისი ცხოვრება ხომ სულ ამ ფრაზას მეუბნებოდა - "შენ არაფერზე ინერვიულო..." ასე იყო იმ დროსაც, დიაგნოზის გაგებიდან - პირველივე დღეს მამშვიდებდა. ხომ ვამბობ, თვითონ ისე იყო განწყობილი, რომ მეც მჯეროდა, მართლა მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ვიცოდი... ვერ ვუშვებდი, რომ ეს საშინელება მოხდებოდა...
- გიოს ვარსკვლავის გახსნა მის ცხოვრებაში საოცარი დღე იყო - მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გვირგვინი...
- თუ დამიჯერებთ, ეგ დღე არ მახსოვს, თითქოს მეხსიერებიდან ამოვარდნილია... ჩემზე იყო მონდობილი გიოს გამაგრება, დანარჩენი ბაკურ ბაკურაძემ და დათო ოქიტაშვილმა გააკეთეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ! ასევე მომღერლებს, რომლებმაც იმ დღეს თავის თავზე ბევრი რამ აიღეს. არაფერში ჩავრეულვარ. ის კი არა, ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ როდესაც ბაკურ ბაკურაძე კონცერტის დასაგეგმად მოვიდა, გიოს სიმღერები ვერ გავიხსენე. ადამიანმა, რომელიც ამ ყველაფერს თვითონ ვაკეთებდი...
მოკლედ, ვარსკვლავის გახსნის დღეს, გიოს ფეხზე დადგომა, ჩაცმა, სცენამდე მიყვანა მხოლოდ ჩემზე იყო მონდობილი, რაშიც დამეხმარნენ ირაკლი ჭანტურია და იკა მეძმარიაშვილი. ეგენი რომ არა, ალბათ სცენამდე მარტო ვერ მივიყვანდი. იმ დღიდან მხოლოდ ეს მახსოვს, მეტი არაფერი, იმ კონცერტის ვიდეოებიც არ მინახავს... განაგრძეთ კითხვა: