15 მარტი, 2018
სარფიანად გათხოვილი ქართველი მისები (ფოტოები)
ქართველი მისები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან. სილამაზის კონკურსები მხოლოდ პროფესიული წარმატების ტრამპლინი არაა, უმშვენიერესი გოგონები წარმატებულადაც თხოვდებიან. ბუნებრივია ეს არავის უკვირს.
„რეიტინგი“ დაინტერესდა, ვისზე გათხოვდნენ სხვადასხვა წლის მისები და როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა.
მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „მის საქართველო 2007“-ის ვიცე მისია. ის ყოფილი მორაგბისა და ბიზნესმენის, ვახო მჭედლიძის მეუღლეა.

Rating

წყვილმა ერთმანეთი კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე გაიცნეს, სადაც გვანცამ იმღერა. ვახო მაშინვე მოიხიბლა უმშვენიერესი მოდელით და მთელი საღამოს განმავლობაში თვალი არ მოუშორებია
მისთვის.

გვანცა უარს ამბობდა მასთან შეხვედრებზე, თუმცა, თავიდანვე დადებითად იყო განწყობილი მომავალი მეღლის მიმართ.
„ერთი ნახვით შეყვარებას ვერ დავარქმევდი ჩვენს ურთიერთობას. უბრალოდ, პირველი შეხვედრიდანვე დადებითად განვეწყვე, ეიფორია დამეუფლა და სიმართლე გითხრა, იმ შეხვედრიდან არც ერთი დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ“, - ყვება ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში. ის ხუმრობით იხსენებს, რომ ვახომ „მიზანმიმართული შეტევა განახორციელა“. ჩართო სხვა ადამიანებიც, მათ შორის საერთო ნაცნობი ნანუკა ჟორჟოლიანი. „უბრალო ნაცნობებიც კი მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ ვახოზე, თუ როგორი კარგი ადამიანია, როგორი კარგი თვისებები აქვს...“, - ამბობს გვანცა.

Rating
ვახოს მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ისინი უკვე 4 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ და ჰყავთ ორი შვილი: ერეკლე და ლილე. ორივე ორსულობის შემდეგ ტელეწამყვანი მალევე დაუბრუნდა გადაცემა „დღის შოუს“.


თამუნა ნემსიწვერიძე 2007 წლის ვიცე მის საქართველოს ტიტულის მფლობელია. ის 2009 წელს მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენს, ირაკლი არშბას გაყვა ცოლად და ახლა ორი შვილი ჰყავთ.

Rating

ირაკლი არშბა რუსეთის დუმის დეპუტატის ოთარ არშბას შვილია. ოთარ არშბა რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა. რუსული ”ფორბსის” თანახმად კი, მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება. ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, "ევრაზჰოლდინგთან", რომლის კაპიტალიზაცია რამდენიმე წლის წინ 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ, კი ბათუმში, ოთარ არშბას ბიზნეს ცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით, ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე "სახალხო აფთიაქისა" და ყოფილი "სახალხო ბანკის", ამჟამად კი "ლიბერთი ბანკის" აქციების გარკვეული წილი.

მის საქართველო 2012 თამთა შედანია ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო გათხოვილი. მაშინ, როცა თამთა ორსულად იყო, მისი მეუღლე ერეკლე მანგოშვილი ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვას და ხის მასალების უკანონოდ გაყიდვის გამო დააკავეს. თამთა ქმარს პატიმრობისას დაშორდა და მოდელი 3 წლის გოგონას მარტოხელა დედაა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცნობილი მორაგბისა და ბიზნესმენის ვაჟის შეყვარებული იყო, თუმცა, თამთა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

Rating


ყველასთვის ნაცნობი სახე თიკა ფაცაცია „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელია. თიკა 16 წლის იყო, როცა ბიზნესმენ დავით ანთელიძეს გაჰყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი ჰყავს და მეოთხე შვილის გაჩენაზეც ფიქრობენ. თიკა ახლა 37 წლისაა და სამი ორსულობის შემდეგაც კი არაჩვეულებრივად გამოიყურება.

Rating


ირინა ონაშვილი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულის მფობელია. მისი პირველი ქორწინება ბესო ქარდავასთან მაშინ დასრულდა, როცა ირინამ ქვეყნის ულამაზესი გოგონას ტიტული მოიპოვა. ამბობდნენ, რომ ბესო ქარდავა უმშვენიერეს და წარმატებულ ცოლზე ეჭვიანობდა. 2010 წელს ირინა ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნისა და ყოფილი მინისტრის ლადო ვარძელაშვილის ცოლი გახდა. მათ ორი შვილი ჰყავთ.
Rating

"მის საქართველო 2017" ვიქტორია კოჩეროვა გასულ ზაფხულს გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს მაღალჩინოსანი, დეპუტატი ლევან კინწურაშვილია. წყვილმა ერთმანეთი "მის საქართველოზე" გაიცნო, ლევანმა საყვარელი ქალი შეხვედრაზე, ერთწლიანი მიმოწერის შემდეგ დაითანხმა და მათ დაქორწინებაც გადაწყვიტეს. ვიქტორიამ და ლევანმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. 

Rating

თათა ბერაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
111
ერთადერთი ჯანეტ ქერდიყოშვილი არ გაყოლია ბიზნესმენს ან მაღალჩინოსანს. არადა ყველაზე ლამაზი მისი ეგაა.
16:40 / 10-05-2019
გამოხმაურება / 0 /
პზ
რა საინტერესო გარემოებაა: აბსოლიტურად ყველა ყოფილ მის საქართველოს რატომღაც ბიზმესმენი მეუღლეები ყავთ, ალბათ მონაწილეებს კონტრაქტში უდებენ
10:21 / 22-03-2018
გამოხმაურება / 1 /
!!!!!!!!!!
ბიზნესმენი და მახინჯები
19:35 / 10-12-2018
ოლიგარქ ქემოკლიძე
ბიჭიკო, ფოლი მაქვს. გელოდები.
18:35 / 21-03-2018
გამოხმაურება / 0 /
თბილისელი
პროვინციული "გამათხოვე" კონკურსები.
02:16 / 17-03-2018
გამოხმაურება / 0 /
მიშას
როდის იყო და კონკურსის მსვლელობისას თიკამ ფეხი რომ დაუდო თამუნა მამულაშვილს მაშინდელ მის საქართველოს სცენაზე მაშინ....სამწუხაროდ ვნახეთ ეგეც
22:15 / 16-03-2018
გამოხმაურება / 2 /
ხატ
უი მართლაა რა ვირგლა ყოფილა რგ ცხენ ქალა
15:30 / 15-12-2018
ნია
დევს სადმე ვიდეო?
11:13 / 24-01-2019
ანჟელა
ყველაზე კარგი მე მყავს, როლანდი!!!!
12:15 / 16-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ააააა
ხათუნა სხირტლაძე გამოგრჩათ. :))
11:42 / 16-03-2018
გამოხმაურება / 1 /
222
ხათუნა სხირტლაძე გათხოვდა კიდეც და გაშორდა კიდეც. ახლა სხვას გაჰყვა ამერიკაში მგონი.
16:43 / 10-05-2019
ბიჭიკო
თუ ფული გაააქვს შენი ვაააარ თუ არადაა სხვისიი ვაააარ ))))
11:22 / 16-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ბიჭიკო
რაღაცაშია საქმე, სულ ბიზნესმენები და მაღალჩინოსნები როგორ შეუყვარდა ყველას )))))).
11:20 / 16-03-2018
გამოხმაურება / 0 /
მიშა
რომელ წელს იყო ნეტა ფაცაცია მის საქართველო ნეტა, არასდროდ ყოფილა.ვიცე იყო დაიმახსოვრეთ და არა მისსაქართველო
18:30 / 15-03-2018
გამოხმაურება / 1 /
მიშას
არც გვანცა დარასელია ყოფილა მის საქართველო.
16:46 / 10-05-2019
TOPS