05 ოქტომბერი, 2017
ექსკლუზივი: ქართველი ირინა შეიკი მაღალჩინოსანზე დაქორწინდა - ინტერვიუ ვიქტორია კოჩეროვასთან
ქართველი ირინა შეიკი - ვიქტორია კოჩეროვა გათხოვდა. მისი რჩეული ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლავთ. წყვილმა ქორწილი ბათუმში გადაიხადა. გასული წლის მის საქართველომ კი ქორწლის დეტალებზე და თუ როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე ექსკლუზიურად „რეიტინგთან“ ისაუბრა.

- ვიქტორია პირველ რიგში გილოცავ . ვინ არის შენი მეუღლე?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ჩემი მეუღლე ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ლევან კინწურაშვილი გახლვათ.

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- პირველად მან „მის საქართველოს“ კონკურსზე მნახა. შემდეგ „after party-ზეც“ მოვიდა, თუმცა საჭიროდ არ
ჩათვლა ჩემთან მოსულიყო გასაცნობად და უკან გაბრუნდა. შემდეგ facebook-ზე მომილოცა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი წელი ვმესიჯობდით - მისი არც გვარი ვიცოდი, არც ვიზუალურად მყავდა ნანახი, რადგან დაფარული account-ი ჰქონდა. წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო. ზოგადად უცხო ადამიანებს არ ვპასუხობ, მითუმეტეს ვისაც არც სურათი უდევს, არც სახელი უწერია, თუმცა გამონაკლისი დავუშვი. საბედნიეროდ 8 თვის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს და იქიდან ერთი წლის თავზე დავქორწინდით.

- სად იყო ქორწილი?

- ქორწილი ბათუმში , შერატონში გადავიხადეთ.

- საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები თუ ესწრებოდნენ, პოლიტიკოსები?
- ქორწილს 400 ადამიანი ესწრებოდა და რა თქმა უნდა მათ შორის პოლიტიკოსებიც.

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?
- სხვადასხვა მიზეზების გამო თაფლობის თვე ცოტა ხნით გადავდეთ.

- შენს საქორწილო კაბაზე რას გვეტყვი?

- საქორწილო კაბის დიზაინი მე მეკუთვნის. დანარჩენი ყველაფერი მარიონელას მივანდე, რომელთაც მოლოდინს გადააჭარბეს.

- ბათუმში ხომ არ აპირებთ ცხოვრებას?
- ლევანი დიდი ხანია თბილისში ცხოვრობს და აქეთ ვაპირებთ ცხოვრებას.

- რამდენი შვილი გინდათ,რომ გყავდეთ?
- ბავშვები ძალიან მიყვარს. თუ ღმერთი ინებებს მინიმუმ 3 შვილი მინდა გვყავდეს.

- მის საქართველოს წლევანდელ კონკურსანტებზე რას გვეტყვი?
- მის საქართველო 2017 წლის ჟიურის წევრი გახლავართ. ძალიან მომწონს წლევანდელი კონკურსანტები. ჯერჯერობით გოგონებს კარგად არ ვიცნობ.

- სამომავლო გეგმები როგორი გაქვს?
სამომავლო გეგმები განათლებას უკვაშირდება. ამჯერად „გაუს“ სტუდენტი ვარ. შესაბამისად თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს, სწავლას ვუთმობ.


Rating

Rating
Rating




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
123
,,მის საქართველო" სამაჭანკლო ბიუროს დაემსგავსა, თუ გაგიმართლა ცოლადაც გითხოვს.
10:42 / 25-11-2017
გამოხმაურება / 0 /
კარგით ერთი!!!
არ გაიშვათ არც ამათი მოდელობა და არც დეპუტატობა. ან ერთი რას ქმნის ღირებულს და ან მეორე?!!!!
15:03 / 09-10-2017
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ეს გოგო ოსია . ირინა შეიკს საერთოდ არ გავს . მიმი შელია გავს ირინას -რომელიც მართლაც ქართველი ირინა შეიკია .
11:07 / 08-10-2017
გამოხმაურება / 0 /
ani
აი რატომ "უნდა მიილტვოდეტ" დაიკავოტ მტავრობის საკმები. ხომ ხედავტ როგორი პუპუნებიტ ცხოვრობენ, აბა არა?? :-) ტპუი ასეტ საკარტველოს და ტუნდაც კარტველ ხალხს რომ ვერ მოგვივლია ამ ერტი მუჭა მღრღნელებისტვის. ყველა ვინც მაღალ ტანამდებობებზეა არაპერს!!! აკეტებენ კვეყნისტავის და მოსახლეობისტვის, გარადა იმისა რომ კარგად იკვებებიან ჩვენი გადახდილი პულებიტ და ბიზნესს აწყობენ ტავიანტი შტამომავლებისტვის. გამუმარჯოს"დემოკრატიას" ძირს კომუნისტური წუობა, რა უვარგისი წყობა იყო მაინც არა? არავის შიოდა, არავინ მატხოვრობდა იმ "უვარგისს" დროს.
00:13 / 07-10-2017
გამოხმაურება / 0 /
.
ტიპიური ქართველი მოდელი :D მისია შესრულებულია
23:21 / 06-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS