13 აგვისტო, 2013
ვის გამო არ გადის სახლიდან გვანცა დარასელია
დროის დეფიციტის გამო ვერ ვახერხებთ ერთმანეთის განებივრებას რომანტიკული საჩუქრებით სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ ''სხვა შუა დღის'' წამყვანი გვანცა დარასელია თითქმის მთელ დროს მის ცხოვრებაში არსებულ უმნიშვნელოვანეს მამაკაცს - წლინახევრის ერეკლეს უთმობს და როგორც თავად ამბობს, შვილის რეჟიმით ცხოვრობს. შვებულების პერიოდს ნაყოფიერად იყენებს, კანსა და თმას ასვენებს, თან აღნიშნავს, მივხვდი, ცხოვრება მაკიაჟის გარეშე ბევრად უკეთესია, ვიდრე მაკიაჟითო. რა ტრადიციის აღდგენას გეგმავს გვანცა ზღვაზე წასვლისას და როგორ შეცვალა წლებმა მეუღლესთან მისი ურთიერთობა, ტელეწამყვანი თავად გიამბობთ.

- გეგმების შესახებ
ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ''სხვა შუა დღე'' იქნება უფრო მრავალფე-როვანი და იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო. რაც შეეხება ''საქართველოს ვარსკვლავს'' , ჯერჯერობით ეს მუსიკალური შოუ არ იწყება, რადგან ახლა ''ნიჭიერის'' სეზონია. რაც შეეხება დასვენებას, მეუღლესა და შვილთან ერთად დასასვენებლად ბათუმში მივდივარ. მინდოდა, ბავშვი ჩემს სოფელში წამეყვანა, მაგრამ ავად გამიხდა, ამას სხვა გარემოებებიც დაემატა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთი კურორტი აგვერჩია და იქ დაგვესვენა. ასე რომ, ბათუმში გავატარებთ მთელ თვეს, ძიძაც მომყვება და ბავშვთან ერთად ზღვისპირა ქალაქში დასვენება არ გამიჭირდება.

ერეკლე

- მეორე ზაფხულია, შვებულებას ჩემს შვილთან ერთად ვატარებ და მთელ დრო მას ვუთმობ. მაგალითად, გუშინ საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან და სადმე წასვლის სურვილიც არ მქონია. დილა იწყება ერეკლეთი, როცა სასეირნოდ მიდის, სახლში ჩემს საქმეებს ვაგვარებ, ამასობაში ბავშვი ბრუნდება და ისევ მასზე ვერთვები, მოკლედ, ბავშვის რეჟიმით ვცხოვრობ. სამუშაო პერიოდში, სამსახურის შემდეგ, მაშინვე ბავშვთან მოვდიოდი, მაგრამ მასთან სათამაშოდ იმდენი ენერგია და ძალა არ მრჩებოდა, რასაკვირველია, დროს მასთან ვატარებდი, მაგრამ ისე ვერ ვეთამაშებოდი, როგორც ახლა.
Rating
ერეკლე წლინახევრის გახლავთ. მასზე რაც უნდა ვთქვა, ქება გამომივა, მაგრამ მართლა ძალიან სხვანაირი ბავშვია, არ ლაპარაკობს, თუმცა ყველაფერს გაგებინებს ჟესტიკულაციით, თვალით, ცხვირით, მიმიკით, გარდა ამისა, არის სიყვარულით სავსე, ძალიან თბილი და აზრიანი. დღითიდღე უფრო მეტად მაყვარებს თავს, ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
უკვე იმ ასაკშია, რომ გვეხუტება, გვკოცნის, გამოხატავს სითბოს და გვაგიჟებს. ჩემთან სხვანაირი ურთიერთობა აქვს, მამამისთან - სხვანაირი, ჩემს მიცემულ შენიშვნასა და მამამისის მიცემულ შენიშვნას შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მას მაშინვე უჯერებს და იგებს მის ნათქვამს.
შეუძლია, მამასთან ერთად წამოწვეს და ერთად უყურონ ტელევიზორს, ამას ჩემთან არასდროს აკეთებს, რადგან მე სულ გიჟურად ვეთამაშები და ასე თამაშს მთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს ჩემთან უფრო გამოხატავს, ჩემს მეუღლესთან უფრო მეტად მშვიდდება და წყნარდება. როცა მამა აქ არ არის, სულ ენატრება და ახსენებს.
Rating
- მეორე შვილის გაჩენაზე არ ფიქრობ?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ოღონდ ასე მალე არა, თუმცა ძალიან დიდ შუალედსაც არ გავაკეთებთ.

უმაკიაჟოდ...

- ამ შვებულების პერიოდში მივხვდი, რომ ცხოვრება მაკიაჟის გარეშე ბევრად კარგია, ვიდრე მაკიაჟით. კანისთვის მძიმე მაკიაჟი ძალიან დამღლელი და სტრესულია, უბედნიერესი ვარ, რადგან სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ არ შევღებილვარ, კანმა დაისვენა, აღდგა, დატენიანდა. იგივე შემიძლია ვთქვა თმაზეც, მასაც სჭირდებოდა განტვირთვა და ასევე დასვენება სჭირდება ფეხებს ქუსლიანი ფეხსაცმლისგან. სახის ან თმის მოსავლელად არასდროს მიმიმართავს ხალხური მეთოდისთვის, რატომ უნდა ვიწვალო, როცა თანამედროვე კოსმეტიკაში ყველაფერია თავმოყრილი? უბრალოდ, ვცდილობ, გამოვიყენო კარგი ხარისხის დამატენიანებელი კრემი და ჩამოსაბანი გელი, თმის შემთხვევაშიც ზუსტად იმავეს ვიტყვი, ვიყენებ კარგ შამპუნსა და კონდიციონერს.

საკურორტო სამოსი

- როდესაც ადამიანი დასასვენებლად მიდის, თან მიაქვს ერთი ან ორი ქუსლიანი ფეხსაცმელი განსაკუთრებული შემთხვე-ვებისთვის, ასევე იცვლის ჩაცმის სტილსაც. მართალია, მოკლე შორტი მოდაშია და აცვიათ ყველანაირ ფეხსაცმელზე, ქუსლიანზე, ჩექმაზე და ა.შ, მაგრამ მე თბილისში ძალიან მოკლე შორტით არასდროს ვივლი, რადგან არ მომწონს. ჩემი აზრით, ეს უფრო საზღვაო ჩასაცმელია და იქაურ განწყობას შეეფერება. მე თუ მკითხავთ, დასასვენებელ და სამუშაო სამოსს შორის უნდა იყოს განსხვავება, ზღვაზე უფრო მსუბუქად უნდა გეცვას, იქ ნამზეურის დემონსტრირებას უფრო თამამად ახდენ...

შოპინგი დასვენებისას

- შოპინგი დასვენების განუყოფელი ნაწილია, როდესაც დასვენებას ვგეგმავთ, ყოველთვის გვაქვს გამოყოფილი ბიუჯეტი საყიდლებისთვის და ასევე გარკვეული ადგილი ჩემოდანში ახალი ნივთებისთვის. არც ერთხელ არ გავსულვარ ქვეყნიდან ისე, რომ რაღაც არ მეყიდა და უკან დაბრუნებულს ახალი არაფერი ჩამომეტანა, ეს ალბათ უკვე ჩვევაში გადამივიდა იმიტომ, რომ სამახსოვრო ნივთის ქონის სურვილი გიჩნდება, თანაც, საზღვარგარეთ შეგიძლია შეიძინო ისეთი რამ, რასაც აქ ვერ იყიდი. ჩემს მეუღლეს საშინლად არ უყვარს საყიდლებზე სიარული.
როდესაც საზღვარგარეთ ვართ, ის აუცილებლად პოულობს მეგობარს, ერთად მივდივართ დიდ შოპინგმოლში, ისინი სხდებიან კაფეში, მე კი დავდივარ მაღაზიებში, ესაა ოპტიმალური გზა იმისთვის, რომ ერთმანეთს ამ საკითხზე ნერვები არ მოვუშალოთ. თუ ვთქვათ, ისეთ ქალაქში ვართ, სადაც თავს შინაურულად ვგრძნობ, მაშინ მარტო ვშოპინგობ. მაგალითად, პრაღაში ხშირად დავდივართ, იქ ერთი ქუჩაა, სადაც ბევრი მაღაზიაა განლაგებული და იქ დამოუკიდებლად მივდივარ, უკვე კარგად ვიცნობ ქალაქს და არ დავიკარგები, ყველაფერს მშვიდად ვათვალიერებ და ზოგჯერ ექვსი საათი ისე გადის, ვერ ვიგებ, ამასობაში ჩემი მეუღლე სხვა საქმეებს აგვარებს, იმიტომ რომ ამდენი საათი კი არა, ექვსი წუთიც ვერ მიძლებს.
მაღაზიებში სიარული იმდენად აზარტულია, რომ დროის შეგრძნება მეკარგება, მთავარია, მეცვას მოხერხებული ფეხსაცმელი, მეჭიროს კომფორტული ჩანთა და იყოს კარგი ამინდი, ასეთ დროს საყიდლებზე სიარული დიდ სიამოვნებას უკავშირდება. შეიძლება, ბევრი კი არა, ერთი რამ იყიდო, მაგრამ ისეთი კმაყოფილი დარჩე, რომ ამდენ სიარულად ღირდეს. ერთადერთხელ მომეწონა ფეხსაცმელი ისე, რომ ბოლო კაპიკები გადავიხადე და ვიყიდე, მერე კი ვინანე, მაგრამ მხოლოდ ერთხელ მოხდა ეს შემთხვევა და მეორედ აღარ გავიმეორებ.

ოჯახში...

- საერთოდ, ვერ ვიტყვი, რომ ვგიჟდები საოჯახო საქმეების კეთებაზე, ყველაზე ნაკლებად უთოობა მიყვარს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყველაფერი მოწესრიგებული მქონდეს. რაც შეეხება სადილებს, მიყვარს იტალიური სამზარეულო, ჩემს მეუღლეს კი მოსწონს ზღვის პროდუქტები, ამიტომ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით ვამზადებ კერძებს, ვსწავლობ ახალი სადილების მომზადებას, ზოგ რაღაცას მერიკოსგან ვითვისებ, ზოგს ჩემით ვიგონებ და ასე ვართმევ თავს ამ საქმეს. გამორჩეულად დამამახსოვრდა ლაზანია, რომელიც ძალიან გემრიელი გამომივიდა, იტალიური კერძების მომზადება უფრო მეხერხება, ვიდრე ქართულის.
იშვიათად, რომ ქართული სამზარეულოდან რაღაც ძალიან მაგარი გამომივიდეს, თუმცა ჩემს მეუღლეს მაინც მოსწონს. რაც შეეხება მის პრეტენზიულობას, თუ საჭმელი მზად არ დახვდება, სამართლიანად გამოთქვამს საყვედურს, რადგან როცა მეუღლე მოდის, საჭმელი მზად უნდა დახვდეს, დილით კი – პერანგი გაუთოებული. რამდენჯერმე იყო შემთხვევა, როცა მოუცლელობის გამო დამვიწყებია რაღაცის გაკეთება, მაგრამ უცებ სახელდახელოდ გამიმზადებია. დილაობით თუ ჩემზე ბევრად ადრე გადის სახლიდან, ვეცოდები, არ მაღვიძებს და მეუბნება, არ ადგე, მე თვითონ მივხედავ ჩემს თავსო, მაგრამ თუ ერთად გავდივართ, რასაკვირ-ველია, ყველაფერს ვუმზადებ.
Rating

შეფასებები მეუღლისგან

- ჩემს გადაცემებს უკვე აღარ უყურებს, ეს შედარებით ადრე იყო, თუმცა როდესაც რამე ხმაურიანი ხდება, თვალყურს ადევნებს. ერთხელ ღია ეთერში მაყურებელს ვასწავლიდი, როგორ უნდა დაეკეცათ მაისური ორ წამში, ეტყობა, ეს რომ ტელევიზიით ნახეს, გაუკვირდათ და ბევრმა ადამიანმა დაურეკა ჩემს ქმარს, ეკითხებოდნენ, შენც ასე გიკეცავსო? იმ მომენტში არ იყო ტელევიზორთან, მერე კი გადაახვია და ნახა. მსგავსი გამოხმაურებების შემთხვევაში უყურებს და განვიხილავთ ხოლმე, მაგრამ ეთერში ჯდომა ჩემთვის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ამაზე განსაკუთრებულად ყურადღებას არ ამახვილებს, გარდა ამისა, მართლა არ აქვს დრო, ჩვენი გადაცემა ისეთ დროს გადის, მას არ სცალია ხოლმე.
- ''საქართველოს ვარსკვლავის'' მიმდინარეობისას შინ შუაღამისას გიწევდა დაბრუნება, ამას შენი მეუღლე როგორ ხვდებოდა?
- მართალია, კაცებს ასეთ რაღაცებთან შეგუება უჭირთ, მაგრამ ჩემს მეუღლეს არ ჰქონია გართულება, თუნდაც იმიტომ, რომ ამაყობს ჩემით, რადგან ნამდვილად კარგია, როდესაც მის მეუღლეს ყველაზე რეიტინგულ არხზე ყველაზე რეიტინგული შოუ მიჰყავს, ამიტომაც მოთმინებით მელოდებოდა სახლში და უცქერდა ლაივკონცერტებს. ბევრჯერ მოგვიწია განშორებამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ქმარი კერძო ბიზნესითაა დაკავებული, ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ხშირად უწევს გადაადგილება, მაგრამ ამან უფრო გაგვაძლიერა. ერთად ყოფნის განმავლობაში ამ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობა, მგონი, ყველაზე კარგ ფაზაშია.. ისევ და ისევ დროის დეფიციტის გამო ვერ ვახერხებთ ერთმანეთის განებივრებას რომანტიკული საჩუქრებით. ისეთი დაღლილები მივდივართ სახლში, რომ ჩვენთვის მთავარია, ბავშვს დაძინებამდე მივუსწროთ. ყველაზე მაგარი სიურპრიზი ჩვენთვის ესაა.

გართობა

- ჩემი გართობა ჩემს გოგონებთან ერთად სადმე წასვლაა. ისინიც დაკავებულები არიან, თუმცა შიგადაშიგ ვახერხებთ შეხვედრას და განტვირთვას. კლუბური ცხოვრება დიდად აღარ მიზიდავს, თუმცა ზღვაზე ყოფნისას ალბათ აღვადგენთ ამ ტრადიციას.

გვანცა – მძღოლი

- მგონია, რომ მანქანას ნორმალურად ვმართავ, მხოლოდ ორჯერ გამაჩერა პატრულმა ტელეფონზე საუბრის გამო და ორივეჯერ გამომიწერა ათლარიანი ჯარიმა, მიუხედავად იმისა, რომ მიცნეს, კანონის წინაშე მეც და სხვაც თანასწორები ვართ. როგორც ქალების უმეტესობას, მეც უამრავი რამ მიდევს საბარგულში, მანქანის უკანა სავარძელზე რა ხდება, ხომ საერთოდ ვერ გეტყვით... რაც დღის განმავლობაში შეიძლება დამჭირდეს, ყველაფერს მანქანაში ვდებ, ფეხსაცმლის, დიდი კოსმეტიკური ჩანთისა და მოსაცმელის ნახვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ (იღიმის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ანუკ ისევ
ეს ჩემი სამარცხვინო კომენტარი ახლა ვნახე, , ბოდიში და ზაანაც მაგარი ბიჭი ყოფილა, ორივე კარგები ხარტ შეაბერდიტ, მარტალ ძალინა შარმიანი ბიჭია, რა ბზიკმა მიკბინა, ბოდიშიტ
22:53 / 18-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანო
ყოველთვის მახარებს წესიერი ქართული ოჯახის გაცნობა.ღმერთმა გამრავლოთ და გაბედნიეროთ.
23:30 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
///
ვაი ამათ პატრონს,რას გვანან წლი ნახევრის არისო და ვერ ლაპარაკობსო თუ ესეთი მაგარიი შვილი გყავს კი უნდა ლაპარაკობდეს რა,თავისი სასწაული ჰგონიათ რა ვაი შენს პატრონს
19:57 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯონი
ეს გოგო ნაცებმა ააბლატავეს სინამდვილეში არც ისე ლამაზია
16:25 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
როზიკო
ჩვენ რაში გვაინტერესებს ამათი წასვლა მოსვლა. ასეთი ჭკუის საკითხავები არიან?
13:40 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS