20 ოქტომბერი, 2017
რატომ გაათავისუფლა "ტელეიმედმა" ნანკა კალატოზიშვილი სამსახურიდან
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ხანგრძლივი ტაიმ-აუტის შემდეგ, პრესასთან პირველად ალაპარაკდა. რატომ გაქრა ტელეეკრანებიდან ამის შესახებ ნანკა "სარკეს" ესაუბრა:

- ამ სეზონზე პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობა აღარ მივიღე. დამირეკეს და მითხრეს შოუს აღარ წაიყვანო. "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციაზე მივედი და ამ ამბის მერე "იმედმა" უარი მითხრა. ეს ამბავი არც გამიპროტესტებია, ასეთი რაღაცეები სასაცილოა.

როგორც ნანკამ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, მართალია "რუსთავი 2"-ის აქციაზე მივიდა, მაგრამ ის აპოლიტიკური ადამიანია.
"აქციაზე ადრეც მივსულვარ, მაგრამ პრობლემა არ ყოფილა. ეტყობა ამ ბოლო
დროს, სხვანაირად ხედავენ ყველაფერს. აქციაზე იმ მოტივით მივედი, რომ მგონია ქვეყანაში უნდა არსებობდეს ოპოზიციური არხი. ჩემს იქ მისვლას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია"- განაცხადა კალატოზიშვილმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაკა
განტავისუფლონ კარგები და ერტი და იგივე ხალხს მიყავს ყველა პროექტი უკვე ყელსჰი ამოვიდნენ
20:47 / 22-01-2018
გამოხმაურება / 0 /
სასაცილოა აბა
სტეფანე რაც იმედზე მივიდა ნაგვიდან ამოპღებულიაო, დიმა ობოლაძეც გააფარჩაგეც, აი ეგაა ტქვენი პოლიტიკა რა გიჭირს ნანუკა გვარამიას დაუმტკიცე რომ იყავი აქციაზე და წამყვანის ადგილებს მოგაყრის
13:31 / 20-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS