თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს მისი მეწყვილე? ვკითხულობდით „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ოფიციალური გვერდზე.სტატუსს თან ახლდა ფოტო, სადაც მეორე წამყვანი ნახევრად ჩანდა.
პირველი სწორი კომენტარის ავტორს, პირველი ლაივ შოუს მოსაწვევებს პირდებოდნენ.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ხმები თორნიკე გოგრიჭიანს, დუტასა და კახა კინწურაშვილს შორის იყოფოდა.
იმასაც წერდნენ, რომ ნანკას ხილვა პროექტში უნდოდათ და არა წამყვანად, მაგრამ პროექტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რაღა თქმა უნდა, ვერავინ შეცვლიდა.
წამყვანების ვინაობა რამდენიმე წუთის წინ
მეგა შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანები: ნანკა კალატოზიშვილი, კახა კინწურაშვილი და მანიკა ასათიანი.
ვკითხულობთ პროექტის ოფიციალურ გვერდზე.
ცნობილი გახდა პირველი გამარჯვებულიც, ვინც პირველი ლაივის მოსაწვევებს დაიმსახურებს.
პროექტის ხელმძღვანელობა გვპირდება, რომ წინ კიდევ ბევრი გათამაშება ელის მათ ერთგულ მაყურებელს.