06 ოქტომბერი, 2016
ნანკა კალატოზიშვილი შვილის მამასთან მეგობრობას აგრძელებს - ირაკლი კეიდია დენისთან და ნანკასთან ერთად გადაღებულ ემოციურ ფოტოს აქვეყნებს
მსახიობ და ტელეწამყვან ნანკა კალატოზიშვილს, კალათბურთელ ირაკლი კეიდიასთან დაშორების შემდეგ ახალი ურთიერთობა არ აქვს. ცოტა ხნის წინ ჟურნალ ''სარკესთან'' საუბარში ამბობდა, რომ მარტო თავს კომფორტულად გრძნობდა.

მისი თქმით ზუსტად იმ ასაკში გახდა დედა, როცა უნდოდა და არც მარტოხელა დედობის სტატუსი მოსწონს. ამბობს, რომ მარტო არაა, რადგან ირაკლისთან დღემდე მეგობრობს.

ირაკლი და ნანკა რომ დღემდე მეგობრობენ, ეს ირაკლის ფეისბუქის გვერდიდანაც ჩანს, ირაკლიმ რამდენიმე საათის წინ ფეისბუქზე ნანკასთან, დენისთან და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS