16 დეკემბერი, 2015
როგორ უვლის თავს კონსერვატიული შეხედულებების გამო სკანდალში გახვეული ჟანეტ ქერდიყოშვილი
ყოველ დილით აუცილებლად ვსვამ ნახევარ ლიტრ წყალს
უკვე რამდენიმე დღეა, ჯანეტ ქერდიყოშვილს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა სოციალურ ქსელში. მისი კონსერვატიული შეხედულებები ბევრმა გააკრიტიკა. ჯანეტი ამჯერად ''მის სამყაროს'' კონკურსზე გამარჯვებისთვის იბრძვის. ქართველ ლამაზმანს კონკურსზე წასვლამდე თავის მოვლასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

- ჯანეტ, ბევრს აინტერესებს, როგორ უვლის თავს.
- ყოველ დილით აუცილებლად ვსვამ ნახევარ ლიტრ წყალს. შემდეგ კარგად ვსაუზმობ. არავითარ შემთხვევაში არ ვჭამ მხოლოდ ხაჭოს ან ფაფას. ერთმანეთში არეული ორი სუფრის კოვზი სელის ფქვილი, ორასი გრამი მაწონი და
ორი სუფრის კოვზი თაფლი ძალიან გემრიელია. ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და დღის განმავლობაში დიდ ენეგიას შეგმატებთ.

- სახის კანის მოვლას დიდ დროს უთმობ?
- ვფიქრობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. ახალგაზრდა კანსაც სჭირდება მოვლა. რაც უფრო პატარა ასაკიდან მოუვლით თავს, მით უფრო დიდხანს იქნებით ლამაზები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოცი წლის ასაკში გავიკეთოთ ბოტოქსი. უბრალოდ კარგი ნიღბები და სახის მკვებავი ყველა გოგოს უნდა ჰქონდეს. მეც ვცდილობ, ხარისხიანი და კარგი მკვებავები ვიხმარო. სახის კანს კარგად ასუფთავებს მჭადის ფქვილი, ასევე ერთმანეთში არეული ნალექიანი ყავა და ზეითუნის ზეთი. ვერ გეტყვით, ბებიების დანატობვარი რეცეპტების დიდი მოყვარული ვარ-მეთქი. მეშინია, სპეციალური ნიღბები წავისვა სახეზე. შეიძლება, ალერგია მომცეს, ამიტომაც ამ ყველაფერს მე არ ვიკეთებ.

- გრძელ თმას როგორც ამბობენ, განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, თმის მოვლის რა მეთოდს იყენებ?
- თმა მთელი ცხოვრება მაქვს გრძელი და ყველაზე ხშირად ამ კითხვას მისვამენ. ყველას ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ არც ვიცი, რას ნიშნავს მოკლე თმის მოვლა. მიჩვეული ვარ, რომ თავზე ერთი კილო ჩვეულებრივად მაბია(იცინის). შამპუნს, თმის მკვებავს და თმის ზეთს ვხმარობ. ამ ყველაფრის გარეშე არ ვცხოვრობ, რადგან ეს ყველაფერი თმას ბზინვარებას ანიჭებს და ჯანსაღს ხდის. ვცდილობ, თმის გასაწორებელი უთო არ ვიხმარო. დასახვევადაც არ მივმართავ ასეთ საშუალებას. ვხმარობ ბებიების დროინდელ რკინის ''ბიგუწებს'', ამ შემთხვევაში მგონია, რომ თმას ნაკლებად ვაზიანებ.

- ვარჯიშობ?
- რა თქმა უნდა, დაკავებული ვარ სპორტით. მხოლოდ ჯანსაღი კვება და დიეტები არაფერს მოგიტანს თუ არ ივარჯიშე და მასაჟები არ გაიკეთე. შეიძლება, დიეტა დაიცვა, ფეხები გაგიხდეს და ზემოთ მსუქანი დარჩე. დიეტა ამ ყველაფერს ვერ უშველის და ვარჯიშმაც შეიძლება გიშველოს და შეიძლება ვერა, თუ პარალელურად მასაჟს არ გავიკეთებთ.

- ამ შემთხვევში თავის მოვლა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება.
- ძალიან ხშირად არ მაქვს დრო რომ სატრენაჟორო დარბაზში ვიარო. ხშირად სარკის წინ ვვარჯიშობ. ასე ბევრად უფრო სასიამოვნოა ვარჯიში, ვიდრე დარბაზში, სადაც ათასი ხალხია და შეიძლება, შეგაწუხონ კიდეც. ინტერნეტიდან ძალიან ბევრი, შენთვის მორგებული ვარჯიში შეგიძლია გადმოწერო და ივარჯიშო. ასევე შესაძლებელია, ინტერნეტში მოიძიო მასაჟები, რომელიც შესაძლებელია, საკუთარი ხელით ფეხებზე გაიკეთო. ფეხები მკვრივი რომ გვქონდეს და საჯდომი მომხიბვლელი, ამისთვის ძალიან მარტივი პროცედურების ჩატარება საკმარისია.

- არის საკვები, რაზეს უარი თქვი?
- არც ერთ პროდუქტზე არ ვამბობ უარს, მგონია, რომ შენი ორგანიზმი არ უნდა დასტრესო. თუ ძალიან გიყვარს შოკოლადი, ან ნამცხვარი მასზე უარი არ უნდა თქვა იმის შიშით, რომ არ მოიმატო. არ მოიმატებ, თუ ორ კვირაში ერთხელ ორ ნაჭერ ხაჭაპურს შეჭამ, ოღონდ ძილის წინ არ უნდა ვჭამოთ. მე პირადად არ ვზღუდავ თავს, ოღონდ ხაჭაპურს ვჭამ, ამ შემთხვევაში არ ვჭამ სხვა საკვებს. ზოგადად გლუკოზა ორგანიზმისთვის საჭიროა. როგორც ტვინისთვის, ასევე კარგი განწყობისთვის. როდესაც ქალი ყოველთვის მკაცრ დიეტაზეა, ეს მის ხასიათზეც აისახება და არ მგონია, ეს მოსწონდეთ მამაკაცებს და ზოგადად მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ქალი ყოველთვის უნდა იღიმებოდეს და კარგ განწყობაზე იყოს. ბევრი ჭამა ხასიათს გვიფუჭებს. ასევე იხილეთ
ჯანეტ ქერდიყოშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ - „პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე, ჯანეტ“?
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ექო
რა დროს მოვესწარით? პატიოსანი გოგონა თავის აზრს წერს, მას კი თავს ესხმიან. კონსერვატიული აზრები აქვსო.რამდენიმე წლის წინათაც კი ფიქრობდა ჩვენი ხალხი ასე. ახლა კი რა ხდება ღმერთო... ჯანეტ ძვირფასო, ულამაზესი ხომ ხარ, მაგრამ შენს ნამდვილ სუფთა ადამიანობას უფრო ვაფასევბთ ბევრი ჩვენთაგანი. ნეტავ შენი შესაფერისი ბედი გამოგიჩნდებოდეს, ბენდიერებას გისურვებთ.
22:25 / 17-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამთა
კაცს რომელსაც ბევრი საყვარელი ყავს მექალტანეს ეძახიან ხოლო ქალს რომელსაც რამოდენიმე საკვარელი ყავს ბოზს,რა გგიკვირდატ ასე არ არის?
23:58 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
თამო
ჯანეტ, ულამაზესი გოგო ხარ! ღმერთს მადლობას ვუხდი და ბედნიერი ვარ რომ ასეთი ქართველი არსებობს. წარმატებები! გვასახელე შენი გარეგნობით მთელს მსოფლიოში :)თავის მოვლაც მშვენივრად გცოდნია
23:00 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
კონსერვატიულობაზე არ არის ჩემი აზრით აქ ლაპარაკი. ეგეთ რაღაცეებზე რომ ლაპარაკობ ცოტა უფრო პოეტური უნდა იყო თან ესეთი გოგონა. კონსერვატიული კი არა ჩვეულებრივი ღრუზინული აზროვნება აქვს. ქალს რატომ არ უნდა უყვარდეს ქმარი ვირაცაზე მეტად რა სისულელეა!!! და ქმარმა რატომ უნდა უღალატოს და რატომ აარ არის ამოლარული კაცის ღალატი ვერ ვხვდები. ეს არის სულელო გოგო რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ისმენს დამა ქალების ბოდიალს და თავისი აზრის ჩამოსაყალიბებლად მემგონი უკვე აქვს ის ასაკი.
16:31 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS