15 დეკემბერი, 2015
ჯანეტ ქერდიყოშვილს სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ - „პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე, ჯანეტ“?
ჯანეტი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზეც საუბრობს "მის სამყარო 2016"-ის ქართველმა მონაწილემ, მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა გადაცემა "სელფთან" ინტერვიუში ოჯახზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე და სხვა თემებზე ისაუბრა. ჯანეტის თქმით, მას არ აქვს პრეტენზია მამაკაცთან თანაბარუფლებიანობაზე და არც ის მიაჩნია აუცილებლად, რომ ქალმა უნდა იმუშაოს.

"თუ მეყოლება ჩემი მეორე ნახევარი, ის აუცილებლად უნდა გახდეს შემდგომ უკვე ჩემი მეუღლე. მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. ცოლის შემთხვევაში მე მაინც ვთვლი, რომ მას ისედაც ეყვარება
თავისი შვილების მამა", - ამბობს ჯანეტი.

მოდელის თქმით, "არიან ისეთი ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ:

- მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ,ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა, ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი".

"ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, ამას არ ვიზამ! როგორ?! ეს თუ გააკეთე, ე.ი შენ ხარ ეგოისტი".

ჯანეტი კაცისა და ქალის ღალატის განსხვავებულობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ "არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!".

მომავალი მეუღლის ეთნიკურობასთან დაკავშირებითაც მოდელმა კატეგორიული განაცხადი გააკეთა.

"არ დამიშვია არასდროს, რომ არაქართველს გავყვები. ჩემი დიდი სურვილია, რომ მე მაინც გავყვე ნამდვილ, ქართველ მამაკაცს, ქართული გვარით", - ამბობს მოდელი.
ჯენეტს მის სამყაროზე“ წარმატების დიდი შანსი აქვს, თუმცა მის ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა. მათ შორისა ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი , პორკე ჯანეტ? პორკე? ესენი რატომ იბლუწუნე ჯანეტ“?, წერს ნანუკა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
გია
ყველანაირ მანდილოსანს თავის გზაზე გაუმარჯოს, ჟანეტისთანა ქალს კი ნებისმიერი ეროვნების კაცი ხელის გულზე ატარებს(კააააციი!!!). ბედნიერებას ვუსურვებ!
18:38 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
მე
კი, ბატონო, შენ თუ გინდა აიტანე ქმრის საყვარლები. ეგ შენი საქმეა. მე დამცირებას და ჩემი თავმოყვარეობის შელახვას არავის არ ვაპატიებ
16:21 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატო
მაგარი გოგო ხარ
16:16 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
ჩვენო საყვარელო ყოჩაღ ასეთი აზროვნებისთვის,ცხოვრებისთვის და ქართველობისთვის!!! საქართველოს შენნაირი პატრიოტები გადაარჩენენ და არა ჟორჟოლიანის მაგვარი - გადაგვარებული მუტანტები.....წარმატებები!!!
15:58 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
David
უტყუარია, ჯანეტი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და მისასალმებელია მისი ოჯახისადმი ერთგულება! რაც შეეხება ღალატს, ჯენეტისნაირ ქალს კაცი არ უღალატებს, რა თქმა უნდა ის თუ კაცია! სხვა საკითხია, როცა კაცს ისეთ ქალებთან აქვს საქმე, როგორიც ნინია კაკაბაძე და ნანუკა ჟორჟოლიანია _ ასეთი ქალების „დამაგრილებელ“ კაცებს ცოლის ღალატიც უნდა ეპატიოთ და „რასპუტინის“ ორდენიც უნდა მიენიჭოთ!
15:10 / 16-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS