29 ნოემბერი, 2016
ახალი 2017 წელი - როგორ უნდა შეხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელს
ახალ წლამდე თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა. ჩინური კალენდრის მიხედვით 2017 წლის სიმბოლო ცეცხლოვანი მამალი იქნება.
იმისთვის, რომ დამდეგი წელი წარმატებული გამოდგეს, რეკომენდებულია მას ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში შეხვდეთ.

წლის ფერად წითელი რჩება, როგორც ეს მაიმუნის წელში იყო. ამიტომ ახალი წლის სუფრის მოსართავად, შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ გასული წლის სუვენირები.

ეს თქვენი საცხოვრებელი ადგილის მორთვასაც ეხება: წითელი, ალისფერი, მწვანე და ოქროსფერი შესანიშნავი იქნება.

მოერიდეთ ზედმეტ ბრჭყვიალებს როგორც სახლის მოსართავად, ისე თქვენს სამოსში.

ასევე საყურადღებოა
საახალწლო კერძების მომზადება. სადღესასწაულო სუფრისთვის რეკომენდებული არ არის ფრინველის ხორცი ამიტომ რეკომენდებულია საახალწლო სუფრის მენიუდან ამოიღოთ ქათმის, იხვის, ინდაურისა და მწყრის ხორცი.

ყურადღება მიაქციეთ კერძების გაფორმებასაც, მასში არ უნდა შედიოდეს მოხარშული კვერცხი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
სინამდვილეში ჩინური ახალი წელი 28 იანვარს დგება 2017(ყოველ წელს სხვადასხვა დღესაა)იმ დღეს მოიქეცით ისე როგორც იმ დღეს შეეფერება, მაინცადამაინც თუ გნებავთ ჩინელებივით შეხვდეთ, ჩვენს ახალ წელს კი რაც გაგიხარდებათ ის ჭამეთ ჩაიცვით და დაიხურეთ.
04:18 / 30-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS