28 ნოემბერი, 2016
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზამთრის ფეხსაცმელი ჯანმრთელობისთვის საშიშია
კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ზამთრის ფეხსაცმელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მეცნიერულ სტატიაშია განხილული, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად უსაფრთხოა ზამთრის ფეხსაცმელი ყინვების დროს.

ამისთვის მათ სპეციალური ადგილი შექმნეს, სადაც იმიტირებული გაყინული წყალია. კანადაში ყინულის საფარი ნორმალურ მოვლენად ითვლება, ამიტომ ფეხსაცმლის ტესტირება სწორედ მასზე ჩაატარეს.

მკვლევრებმა პირობები შექმნეს: ტემპერატურა მინუსში, თოვლისა და ყინულის საფარი და ქარი წამში 8 მეტრი სიჩქარის.

ასეთ პირობებში, მეცნიერები 98 წყვილ ზამთრის ფეხსაცმელს აკვირდებოდნენ და მათგან მხოლოდ 7 % პასუხობდა მინიმალურ სტანდარტებს,
რომლებიც თავად მკვლევრებმა ტესტების შედგენისას დაადგინეს. ზამთრის დანარჩენი ფეხსაცმელი, ყინულისთვის ზედმეტად სრიალა აღმოჩნდა.

ლეა ხიმშიაშვილი
წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS