25 ნოემბერი, 2016
აი, რომელი კომპლექსი უვითარდებათ მამაკაცებს, რომლებსაც ქალებზე უფროსობა უყვართ
მეცნიერების აზრით, მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ და ქალებზე უფროსობა უყვართ, მეტად მიდრეკილნი არიან ფსიქიური პრობლემებისკენ, ვიდრე ისინი, ვისაც ნაკლებად აქვს ტრადიციული მამაკაცური ხასიათი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გავლენიანი მამაკაცები ფსიქოლოგებს იშვიათად მიმართავენ. ეს ინფორმაცია მიუთითებდა ურთიერთკავშირს ფსიქიურ ჯანმრთელობასა და მამაკაცის ტრადიციულ გენდერულ ნორმებს შორის.

ტრადიციული გენდერული ნორმები ეს საზოგადოების მიერ დადგენილი იდეებია, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და მამაკაცები.

კვლევამ მამაკაცის 11 ტიპიური მახასიათებელი გამოყო: გამარჯვების წყურვილი, ემოციური კონტროლი, რისკი, ძალადობა, დომინანტობა, ფლეიბოის ქცევები,
თვითუზრუნველყოფა, პირველობა სამსახურში, გავლენა ქალებზე, ჰომოსექსუალების აბუჩად აგდება და სტატუსის მოპოვება.

აქედან მეცხრე ნორმას ანუ ქალებზე ზეგავლენას, მეცნიერები ფსიქიურ პრობლემებს უკავშირებენ: დეპრესიისკენ მიდრეკილება, შფოთი და სოციალური კეთილდღეობის არ ქონა.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ სწორედ თავდაჯერებულობა, ფლეიბოის თვისებებისკენ სწრაფვა და ქალებზე გავლენა, შეუცვლელად ასოცირდება ყველაზე ცუდ ფსიქიურ მდგომარეობასთან.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS