23 ნოემბერი, 2016
რა უნდა შეცვალოთ კვების რაციონში 45 წლის შემდეგ
ასაკის მატებასთან ერთად ფორმის შენარჩუნება სულ უფრო მეტად რთულდება, მათთვისაც კი, ვისაც ახალგაზრდობაში შეეძლო ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ეჭამა. ყველაფერი იმიტომ, რომ წლებთან ერთად ნივთიერებათა ცვლა ნელდება, ფიზიკური აქტივობა კი მცირდება.
გაიგეთ, რა ცვლილებები უნდა შეიტანოთ კვების რაციონში, რათა შეინარჩუნოთ იდეალური წონა და ამასთან, მიიღოთ ქალის ჯანმრთელობისთვის ყველაფერი აუცილებელი:

1. უპირატესობა მიანიჭეთ რძისა და ბოსტნეულის ცილებს
ძროხის, ღორისა და ცხვრის ხორცი ასაკთან ერთად უფრო რთულად გადამუშავდება, ამიტომ სჯობს მიიღოთ მეტი ხაჭო, ყველი, სოკო. თუ ხორცის გარეშე ცხოვრება
ვერ წარმოგიდგენიათ, აირჩიეთ ფრინველის ან კურდღლის ხორცი.

2. ყურადღება მიაქციეთ წყლის რაოდენობას რაციონში, რათა ზედმეტი სითხე ქსოვილებში რა დარჩეს
წყალი საკვების მიღების შუალედებში დალიეთ. საკვებს შეგიძლიათ დაურთოთ ჩაი, ყავა ან სხვა სასმელები. მთავარია, დღეში 2 ჭიქაზე მეტი ყავა არ დალიოთ. საყვარელი სასმელები დღის პირველ ნახევარში მიიღეთ.

3. ეცადეთ, სრულიად თქვათ უარი გაზიან სასმელებზე, ცომეულზე, ფასტფუდებსა და მსგავს ნაგავზე
ეს ყველაფერი ცარიელი კალორიებია, რაც სისხლში შაქრის დონეს სწრაფად ზრდის და კვლავ ეცემა, ამიტომ შიმშილის გრძნობა მალევე გეუფლებათ.

4. რაციონში შეიტანეთ სეზამი
სეზამი შეიცავს ფიტოესტროგენს - ქალური ჰორმონის ანალოგს. შეიცავს ასევე სასარგებლო ეთერზეთებს. სისხლში შაქრის დონეს ადაბლებს. სეზამის დღის დოზა - 2-3 ჩ.კ.

5. შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა
იწვევს ჭარბ წონას, თავის ტკივილებს, მომნელებელი ორგანოების ფუნქციის დარღვევას. დასაშვებია მხოლოდ 1-2 ჭიქა ღვინო, კვირაში.

6. რაციონში აუცილებლად შეიტანეთ ცხიმიანი თევზი
აუმჯობესებს მეხსირებას, იცავს სისხლძარღვებს. კანს ხდის ხავერდოვანს, თმას კი ბზინვარეს.

7. შეძლებისდაგვარად გადადით დანაწევრებულ კვებაზე: ყოველ 2-3 საათში მცირე პორციები
პირველ რიგში, ამ მეთოდით შემდეგ ჭამამდე ძლიერი შიმშილი არ შეგაწუხებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებს არ დაეძგერებით და ზედმეტს არ შეჭამთ. მეორეც, ამგვარი კვება ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.

ლეა ხიმშიაშვილი
წყარო

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS