22 ნოემბერი, 2016
ზოგიერთი ადამიანი ყურზე ხვრელით იბადება - გაიგეთ რატომ
ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა ყურზე ხვრელით იბადება. ისინი არც ამფიბიები არიან და არც უცხოპლანეტელები, მათ უბრალოდ უიშვიათესი ყურის ნიჟარა აქვთ.

დიდ ბრიტანეტში ამ ადამიანების რიცხვი ძალიან ცოტაა, აშშ-ში კიდევ უფრო ნაკლები. აზიასა და აფრიკის რამდენიმე ნაწილში კი ასეთი ადამიანები მოსახლეობის 4-დან 10 %-ს შეადგენენ.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს შემთხვევა წარმოდგენილია "შეშუპების, ღრუს ან ხვრელის" სახით ყურის ნიჟარაზე, უმეტესად სახისა და ყურის ხრტილის გადაკვეთაზე.

ყურის ხვრელი მემკვიდრეობითი განვითარებული მანკია, რაც პირველად მეცნიერმა, ვან ჰოიზინგერმა 1964 წელს
აღწერა. ხვრელი ჩვეულებრივ ერთ მხარეს ფიქსირდება, თუმცა ხშირად ორივე მხარესაც გვხვდება.

ევოლუციური ბიოლოგი ნილ შუბინი მიიჩნევს, რომ მსგავსი ხვრელები "თევზის ლაყუჩების ევოლუციური გადმონაშთია".

თუ თქვენ ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, სანერვიულო არაფერია. ყველაზე ცუდი რაც ხვრელს შეიძლება მოუვიდეს, მასში ინფექციის მოხვედრაა, თუმცა მარტივად იკურნება ანტიბიოტიკებით. გამონაკლის შემთხვევაში ხვრელს ქირურგიული გზით იქრობენ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS