22 ნოემბერი, 2016
მკაფიო მინიშნებები, რომ დროა პარტნიორს დაშორდეთ
ყველას გამოუცდია შეგრძნება, როცა ფიქრობ, რომ ამ პარტნიორთან ცხოვრება ან შეხვედრები არასწორია.
გთავაზობთ, მინიშნებების ჩამონათვალს, რომლის მიხედვითაც დროა ეს ურთიერთობა შეწყვიტოთ.

1. უკვე წარმოდგენილი გაქვთ ცხოვრება "მეორე ნახევრის" გარეშე

თუ ამ მდგომარეობაში უკვე ხართ, ე.ი. ამ ურთიერთობით კმაყოფილი არ ხართ. ამიტომ, ფიქრს, თუ რამდენად განსხვავებული იქნებოდა თქვენი ცხოვრება, უმჯობესია ეს ნაბიჯი გადადგათ. რაც უფრო ადრე გააკეთებთ, მით ნაკლებად მტკივნეული იქნება.

2. ფიქრობთ, რომ თქვენს პარტნიორზე უკეთესი ხართ
როცა ორი ადამიანი ერთად ბედნიერი არ არის, როგორც წესი ერთმანეთში
ცუდ თვისებებს ეძებენ. თუ ფიქრობთ, რომ "უკეთესს იმსახურებთ", ე.ი. სწორედ ახლა დადგა დრო მკაცრი, მაგრამ გულწრფელი საუბრისა.

3. თქვენი პარტნიორი არაფრად გაგდებთ
ის, სხვებთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე თქვენთან. არ გპასუხობთ ზარებსა და შეტყობინებებზე. ე.ი. ეს ურთიერთობა უნდა დაასრულოთ, რადგან თუ საყვარელ ადამიანზე ვინმე ზრუნავს, მას ის ყოველთვის ახსოვს.

4. თქვენ არაფრად აგდებთ მას
ეს პირიქითაც ხდება, რადგან როცა ერთად თავს ბედნიერად ვერ გრძნობთ, გაუცნობიერებლად აკეთებთ ამას. საბოლოოდ ჩნდება კითხვა: "ხომ არ გახდება ჩემი ცხოვრება უკეთესი, თუ დავშორდებით?"

5. თავს უკეთ გრძნობთ, როცა მარტო რჩებით
დაფიქრდით, რას გრძნობთ, როცა ხანგრძლივი სამუშაო დღის ბოლოს პირველად ხედავთ პარტნიორს. ელოდებით თუ არა მას, როცა სახლში ზიხართ და სადაცაა მოვა?

თუ საყვარელი ადამიანის სახლში დაბრუნება თქვენთვის მსუბუქ სტრესთანაა დაკავშირებული, პირველი ნიშანია იმისა, რომ ყოველდღიური ცხოვრების შეცვლის დრო დადგა.

6. სახლში დაბრუნებულმა დაინახეთ, რომ თქვენს პარტნიორს სხვასთან სძინავს

აქ ასახსნელი აღარაფერია. ეს ყველაზე აშკარა ნიშანია, რომ ყველაფერი დასრულდა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS